0
"ვერავის ვერაფერს ვასწავლი, უბრალოდ მათ ჩავაფიქრებ." ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: -იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა? -მოიცადე- შეაჩერა სოკრატემ, -სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი. -სამ საცერში? -დიახ, სამ საცერში. პირველი- ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა? -არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ. -ე.ი შენ არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი! მაშინ, მოდი ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი სათქმელი. მეორე- ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია? -არა, პირიქით. -ესეიგი- მშვიდად განაგრძობდა სოკრატე- შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თანაც არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი, მაშინ, მოდი ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცერი- ეს არის სარგებელი. შენი აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა? -ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანს. -მაშ ასე- დაასკვნა სოკრატემ- თუ ინფორმაციაში, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არაფერი არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო. მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის თქმას?!
0