რუსული ინტერნეტ-გამოცემა ქართველი კანონიერი ქურდების თემაზე მასალას აქვეყნებს.
"რუსეთში მოქმედი "კანონიერი ქურდების" მნიშვნელოვან ნაწილი საქართველოდან ჩამოსული "კანონიერი ქურდები" არიან. მათ შორის იყო დედ ჰასანიც, რომელიც ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და რომელიც 2013 წელს ჩაცხრილეს. თავად საქართველოში 1990-იან წლებში ე.წ. "კანონიერი ქურდები" მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდნენ: ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ჯაბა იოსელიანია, რომელიც მონაწილეობდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების დამხობაში და რომელიც სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში შევიდა”, - ნათქვამია საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში.
საიტი წერს, რომ ”ვარდების რევოლუციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: ახალმა ხელისუფლებამ კრიმინალურ ავტორიტეტებს ბრძოლა გამოუცხადა. სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კრიმინალური ავტორიტეტი ციხეში მოხვდებოდა, თუკი ის იტყოდა, რომ "კანონიერი ქურდი" იყო. ამ პირობებში კანონიერი ქურდები ან ციხეში ხვდებოდნენ, ან ამჯობინებდნენ ქვეყნის დატოვებას”.
სტატიას თან ახლავს სერგეი სტროიტელევის ფოტოები, რომელიც გადაღებულია ქართველი "კანონიერი ქურდების" საფლავებზე.
ანზორ კვირკველია
იგივე გოგიტა. მოკლეს 1997 წელს. ქუთაისი
ბაგრატ უგლავა
იგივე ბათუ, მოკლეს ამსტერდამში 1996 წელს. საფიჩხია, ქუთაისი
გიორგი მანაგაძე
იგივე გია ქუთაისელი. დაიღუპა გულის შეტევით 2010 წელს . ქუთაისი
გოგი ჩიხლაძე
იგივე ჭია. დაიღუპა მოსკოვში 2004 წელს . ქუთაისი
დავით დანელია
იგივე სულელა. გარდაიცვალა გულის შეტევით 2011 წელს. საფიჩხია, ქუთაისი
ვახტანგ ხატისკაცი
გარდაიცვალა გულის უკმარისობისგან 2008 წელს. საფლავის ქვებს შორის შეამჩნევთ სახასიათო ვარსკვლავს. ქუთაისი
ზურაბ ლოსაბერიძე
იგივე ლოსკა. გარდაიცვალა 1993 წელს. საფიჩხია, ქუთაისი
მალხაზ მინდაძე
მოკლეს 2008 წელს საბერძნეთში. მისი მეუღლე ცოცხალია, თუმცა ის მაინც გამოსახეს საფლავის ქვაზე, ქუთაისი
ნიკოლოზ თუთბერიძე
იგივე მაცი. დაიღუპა 2003 წელს კიბოსგან, ქუთაისი
რევაზ ციციშვილი
იგივე ციცქა. დაიღუპა 2001 წელს გულის უკმარისობისგან. ქუთაისი
რეზო გვინცაძე
იგივე რეზო ბათუმელი. დაიღუპა 1994 წელს . ქუთაისი
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#საინტერესო
#kutaisidaily