თუ ოცნება გაქვს, მისი ახდენაც შეგიძლია

0
მოტივაცია გვაძლევს ძალას გავაკეთოთ ის, რაც მთელი არსებით გვინდა. მოტივაცია გვიქმნის ყოველდღიურობას და ეს რომ ასეა, ალბათ არ შემედავებით. ყოველთვის მიყვარდა თავგადასავლები და ვთვლი, რომ მთელი ჩემი თვრამეტწლიანი ცხოვრება თავგადასავალი იყო. თავგადასავალი, რომელმაც ცხოვრება მასწავლა და წინსვლის მოტივაცია მომცა. პატარა რომ ვიყავი, ასე 5-6 წლის, მსახიობობა მდომებია და მანამ, სანამ არჩევანი არ შევცვალე მთელი ოჯახი ცირკის დასად მყოლია ქცეული. ცოტა რომ წამოვიზარდე სამხატვროზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ღმერთმა ამის ნიჭი არ მარგუნა და უბრალოდ დროის კარგვა იყო. მსახიობობაზე და მხატვრობაზე ოცნების პერიოდში სარკის ხშირი სტუმარი ვყოფილვარ, ლამაზი ვარდისფერი სავარცხლით და დიდი შემართებით. ჩვენი ურთიერთობა არც მაშინ შეწყვეტილა - მხატვრობის შემდეგ არქიტექტურის თუ არქეოლოგიის განხილვა რომ დავიწყე. ვინ იცის ფიქრებით სად დავქროდი ან საერთოდ რა მინდოდა, მაგრამ ის კი ნათელია, რომ მე, სარკე და ჩემი ვარდისფერი სავარცხელი განუყრელ მეგობრებად ჩამოვყალიბდით. არქეოლოგობაზე ფიქრს რომ შევეშვი ქორეოგრაფიულზე გადავედი, ბოლობოლო შვიდი წელი ვცეკვავდი და სიყვარულით ხომ უნდა ავცეკვებულიყავი?! მაგრამ არა ისე, როგორც ქორწილებში, დაბადების დღეებზე ან ვიწრო შეკრებებზე შლიან ხელს. სიმართლე რომ გითხრათ ამაზე ბევრს ვფიქრობდი და მაინც, ჩემ ფიქრებს ვარდისფერი სავარცხლით ხელში სარკემდე მივყავდი. და ბოლოს, ამ უჩვეულო მეგობრობამ, ყოველდღიურმა კონტაქტმა და საერთოდ, ვატდისფერ სავარცხელთან აქტიურმა ურთიერთობამ დამაეჭვა. ის რაც პატარა ასაკიდან მსიამოვმებდა - ჟურნალისტიაკას უფრო გავდა, ვიდრე ქორეოგრაფიას, არქიტექტურას, არქეოლოგიას თუ მხატვრობას. ლაპარაკის მოყვარული ყოველთვის ვიყავი და ეს ყველამ იცის. წერაც ძალიან მიყვარდა, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომ სავარცხლის შემდეგ ყველაზე მეტად თაბახის ფურცელი მიზიდავდა. ადრე თუ გვიან წერის და ლაპარაკის მოყვარული ანი მიხვდა, რომ ფიქრით ერთისკენ , ხოლო ქმედებით მეორისკენ მიისწრაფვოდა. ქმედება ვარჩიე... ქმედება, რომელიც როგორც ჩემები ამბობენ ხუთის წლის ასაკიდან დამჩემდა. იმ ბედნიერი დღის შემდეგ ოცნებით მხოლოდ ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. არც ერთხელ, არც ერთი წუთით არ მიფიქრია სხვა პროფესიაზე. მივხვდი, რომ მე ამისთვის დავიბადე და დასახვეწად ბევრს ვიმუშავებდი. ახლა თვრამეტი წლის ვარ. ჟურნალისტობაზე მეოცნებე ანი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. დიახ, აწ უკვე მეორე კურსის. ეს ისეთი ოცნებაა, რომელიც მჯერა, რომ მხოლოდ ოცნებად ან სურვილად არ დარჩება. დრო გადის და ვრწმუნდები - გავაკეთებ იმას, რაც ჩაფიქრებული მაქვს და ვიტყვი ჩემ სათქმელს იქ, სადაც ამის სურვილი და შესაძლებლობა მექნება. არასდროს დაყარო ფარ-ხმალი, - ვიცი არაერთხელ გსმენიათ ეს სიტყვები, მაგრამ თუ გსურს დასახულ მიზანს მიაღწიო - მართლაც რომ არასდროს არ უნდა დანებდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არჩევანით ჩემი მშობლები არც თუ ისე კმაყოფილები იყვნენ, ხელი არასდროს არ შეუშლიათ. მეტიც, ასე მითხრეს, - გჯეროდეს საკუთარი თავის და ყველაფერი გამოგივაო. ადამიანებს ხშირად ეშინიათ ფრთები შეასხან საკუთარ ოცნებებს, რადგან არ იციან ეს როგორ გააკეთონო, - ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა. შედომის დაშვება სირცხვილი არაა, პირიქით, ის ცხოვრებას გვასწავლის, პრაქტიკა კი საუკეთესო მასწავლებელია. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მიზანი, რომელიც დავისახე ქვეცნობიერში ნაწილობრივად განხორციელებული, ხოლო რეალობაში ხორცშესხმული იყო. და მათ შორის მსგავსება-განსხვავებას ალბათ, თქვენ თვითონაც ამოიცნობთ. წერისა და ლაპარაკის მოყვარული ანი ტელე-ჟურნალისტობას უმიზნებს. ოცნებას თავი რო დავაბებო, ეს გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა მგონია, რომელიც ჩემ ხმას ხიდს იქით, აფხაზეთში, ჩემ დედულეთში, საკუთარ ქვეყანაში გაუცხოებულ ადამიანებამდე მიმაწვდევინებს. ეს სურვილია, რომელსაც ოცნების ასრულების შემთხვევაში პირველ რიგში განვახორცილებ. ძვირფასო მკითხველებო თუ გაქვთ ოცნება, მის ასრულებასაც შეძლებთ, რადგან ოცნებას აქვს ძალა, რომელიც ჯადოსნურია და ადამიანს შთააგონებს - მიჰყვეს საკუთარ ოცნებას ბოლომდე. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზნები განსაკუთრებულია. და ბოლოს, რისთვის ვცოცხლობთ თუ არა ბედნიერებისთვის და წარმატებისთვის? შენ! თუ გინდა რამეს მიაღწიო, განთავისუფლდი უარყოფითი აზრებისგან  და იფიქრე იმაზე, რაც ნამდვილად მთელი გულით გსურს. ის რაც მოგიტანს ბედნიერებას ან გაგხდის წარმატებულს, რაც გონებაში ილექება და ის რასაც შენ თვითონ იჯერებ რეალურ ცხოვრებაში აუცილებლად აისახება - ეს წარმატებული ცხოვრების საიდუმლოა. მგონია, რომ წარმატებას არაფერი არ ჯობს, რადგან სწორედ ის აერთიანებს უკიდეგანოდ დიდ სიყვარულს და დიდ ემოციას...
მოდი, დავიწყოთ დღესვე, ამ წუთიდან, სამყარო გველოდება ჩვენ!
#feedcgrant
#feedcgrantproject
Feedc
#success
#future
#georgia
Jgali
#ახალიამბები
0