0
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 2020 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის, ასე­ვე 18-წლამ­დე ასა­კის და პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის პენ­სი­ის ზრდაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის პენ­სია 50-ლა­რით იზ­რდე­ბა. „პრინ­ცი­პე­ბის დო­ნე­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა პენ­სი­ო­ნე­რის­თვის, ასე­ვე 18-წლამ­დე ასა­კის და პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ჯგუ­ფის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის 20 ლა­რით პენ­სი­ის ზრდა. გარ­და ამი­სა, 1-ელი ივ­ლი­სი­დან 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით პენ­სი­ის 30 ლა­რით ზრდა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტ­ში ამ ჯგუ­ფის მო­ქა­ლა­ქე­ებს პენ­სია გა­ეზ­რდე­ბათ 50 ლა­რით“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ. ამას­თან, პრე­მი­ერ­მა 2020 წელს გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რე­ბის­თვის ხელ­ფა­სე­ბის ზრდის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ხელ­ფა­სე­ბის ზრდა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის აღ­მზრდე­ლე­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის, ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, ექი­მე­ბის­თვის და ა.შ. „სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მყო­ფი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა იზ­რდე­ბა რო­გორც მიმ­დი­ნა­რე, ისე მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ 2020 წლის სას­წავ­ლო წლის­თვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სი გა­იზ­რდე­ბა 300 ლა­რით. ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ 2020 წლის სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბი გა­იზ­რდე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 100 ლა­რით. გარ­და ამი­სა გაგ­რძელ­დე­ბა ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის, ჯა­რის­კა­ცე­ბის და მათ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის და სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ ჯგუფს ხელ­ფასს გა­უზ­რდის მი­ნი­მუმ 125 ლა­რით. 2020 წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ასე­ვე გა­იზ­რდე­ბა სოფ­ლის ექი­მე­ბის ხელ­ფა­სე­ბიც 100 ლა­რით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლას გვეს­მის, რომ ეს არის ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ნი­მუ­მი, რომ­ლი­თაც ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და ეფექ­ტუ­რად უნდა და­ვეხ­მა­როთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ იმ სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს, რომ­ლებ­ზეც დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და მო­მა­ვა­ლი, ეს გახ­ლავთ ბავ­შვე­ბი, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი და რა თქმა უნდა ექი­მე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.
0