0
ნიკოლო მაკიაველი ნიკოლო მაკიაველი გამოჩენილი პოლიტიკური მოაზროვნე იყო, რომელმაც გამოიკვლია სახელმწიფოს მართვის ხელოვნებისა და ძალაუფლების საფუძვლები. მისი იდეოლოგიის ძირითადი მიმართულება მდგომარეობდა იმაში, რომ ხალხის მართვისა და კონტროლისათვის მმართველმა ქვეშევრდომებს შიში უნდა შთაუნერგოს, რომელიც არ გადაიზრდება სისასტიკეში, რათა თავიდან აიცილოს სიძულვილი. გარდა ამისა, საზოგადოებაში სიძულვილის ჩამოყალიბების შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად მმართველმა თავი უნდა შეიკავოს ინდივიდუალური საკუთრების ხელყოფისაგან და უზრუნველყოს სასჯელის გამოყენების ძლიერი არგუმენტაცია. იმისათვის, რომ სწორად მართოს ქვეყანა, მმართველი საჭიროებს მნიშვნელოვანი რაოდენობით ხალხის მხარდაჭერასა და ერთგულებას. როგორც კი მის მიმართ კეთილგანწყობა გაქარწყლდება, მისი ძალაუფლება დასუსტებას დაიწყებს და იგი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. იგი ამტკიცებს, რომ „ვისაც საზოგადოება მთლიანად მტრად ჰყავს გადაქცეული, ვერასოდეს შეძლებს დაიცვას თავი; და რაც უფრო სასტიკია იგი, მით უფრო სუსტი ხდება მისი რეჟიმი“. რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, მაკიაველის ძლიერ ეშინოდა იმისა, რომ დაუმორჩილებლობა საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგი იქნებოდა მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებებისათვის. მაგრამ მისი სწავლება ძალაუფლების შესახებ ნათლად მიუთითებდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სიძლიერეზე მართვისათვის ხელის შეშლის თვალსაზრისით, თუკი მმართველი დაკარგავდა ერთგულ მიმდევრებს. მოგვიანებით მრავალმა ავტორმა გამოიყენა მაკიაველის სწავლება დაუმორჩილებლობის არსის განმარტებისათვის.
0