0
დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსის მანქანები თეთრი ფერის უნდა იყოს - რეგულაცია ძალაში შევიდა. 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან თბი­ლის­ში ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის მე­ო­რე ეტა­პი იწყე­ბა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ტაქ­სე­ბის გარ­კვე­ულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ უკვე გა­ი­ა­რა კა­ტე­გო­რი­ზა­ცია. მისი თქმით, კა­ტე­გო­რი­ზა­ცია მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის 24% ა - კა­ტე­გო­რი­ა­შია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, ტაქ­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მა ამით არ სრულ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, შემ­დგო­მი ეტა­პი იქ­ნე­ბა ის, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. „ჩვენ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი გვყავ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 26 000 სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც ტაქ­სე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­ნი­კურ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ. ამის შე­დე­გად ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­ი­ა­რა და­ახ­ლო­ე­ბით 70%-მა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ 30% ტექ­ნი­კუ­რად ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტებს. 30% რა­ო­დე­ნო­ბა­ში უკვე, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბაა. დარ­ჩე­ნი­ლი 70%-ის რი­ცხობ­რი­ვი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე ცოტა მეტ­მა გა­ა­კე­თა კა­ტე­გო­რი­ზა­ცია. კა­ტე­გო­რი­ზა­ცია მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის 24% ა - კა­ტე­გო­რი­ა­შია. და­ნარ­ჩე­ნის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხვალ, 1-ელი ოქ­ტომ­ბე­რია, ალ­ბათ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპი­რე­ბენ ახა­ლი ნე­ბარ­თვე­ბის აღე­ბას. ასე მოხ­და გა­სულ წელ­საც, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი, თუმ­ცა 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე მოხ­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა. 10 ოქ­ტომ­ბრი­დან ნო­ემ­ბრის პირ­ველ რი­ცხვამ­დე მოხ­და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის გა­ნე­ბარ­თვი­ა­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ვი­ტყვი, რომ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს უნდა შე­ფას­დეს, შედ­გა, თუ არა რე­ფორ­მა, თუმ­ცა დღეს რა რა­ო­დე­ნო­ბაც არის ა - კა­ტე­გო­რი­ა­ში, მაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რე­ფორ­მა შედ­გა და აუ­ცი­ლებლდა შედ­გე­ბა. ჩვე­ნი რე­ფორ­მა ტაქ­სე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრით არ სრულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ ხმა­ლა­ძემ.
0