1 votes
0 comments
0 shares
Save
5 views
George Toreli
Tbilisi · 9 months ago

პარიზი


George Toreli
Tbilisi · 9 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
სად შეძლებთ გამგზავრებას 2 ივლისიდან
Georgian Airways ივლისის თვის ფრენების განრიგს აქვეყნებს. ი
სად შეძლებთ გამგზავრებას 2 ივლისიდან
Georgian Airways ივლისის თვის ფრენების განრიგს აქვეყნებს. ი
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 weeks ago
Georgian Airways-ის ზაფხულის ფრენების განრიგი – წინასწარი
ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელიც რეგულარული ფრენები
Georgian Airways-ის ზაფხულის ფრენების განრიგი – წინასწარი
ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელიც რეგულარული ფრენები
Interworld
Tbilisi · 3 weeks ago
ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი თურქულ-ფრანგული ინციდენტი
საფრანგეთის თავდაცვის ძალებმა თურქული ფლოტის წარმომადგენლობა
ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი თურქულ-ფრანგული ინციდენტი
საფრანგეთის თავდაცვის ძალებმა თურქული ფლოტის წარმომადგენლობა
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
Wizz air-ის და Myway Airlines-ის რეისების განრიგი
საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანა
Wizz air-ის და Myway Airlines-ის რეისების განრიგი
საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 2 weeks ago
საქართველოს საზღვრები ისევ ჩაკეტილია
უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები ისევ დ
საქართველოს საზღვრები ისევ ჩაკეტილია
უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები ისევ დ
Vide • ვიდე
Tbilisi · 2 weeks ago
ლიზი ბუდაღაშვილის შემოქმედება
ინტერვიუ ხელოვან ლიზი ბუდაღაშვილთან 1. როგორ გაატარეთ კარანტინი? ამ პროცესმა რა გავლენა იქონია თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე? საქართველოში ჩამოსვლა ნაადრევად მომიწია. ამერიკაში ვსწავლობ, სტუდენტი ვარ და ვირუსის მასობრივი გავრცელების დროსაც იქ ვიყავი. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 კვირა სახლიდან გაუსვლელად გავატარე, თუმცა არც მერე იყო სახლის დატოვების შესაძლებლობა, მოგეხსენებათ და მაისამდე ძირითადად შინ ვიყავი. ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ცოტა ხნით მაინც ასე მომიწევდა და თავიდანვე ვცდილობდი იზოლაციის დადებითი მხარეების წარმოდგენას. თეორიულად ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გამართლდა. არაბუნებრივი პროცესია კარანტინი და შეუძლებელია, რაიმე არაბუნებრივმა კარგი გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკაზე საერთო ჯამში. არაუშავდა თავიდან, ვხატავდი, ვკითხულობდი,ვწერდი, ონლაინ ლექციებს ვესწრებოდი. თუმცა, ნელ-ნელა არაჯანსაღი და ნაძალადევი გახდა ეს ყველაფერი. სრულ მარტოობაში გატარებული იზოლაცია კიდევ სხვაა, და ნამდვილად შეიძლება, გამოიწვიოს რევოლუციური ცვლილებები ადამიანში. მაგრამ სხვა მხრივ, ნაკლებად. კულინარიული მცდელობებიდან დაწყებული ყურების ჩემითვე გახვრეტით დამთავრებული - ყველაფერი ვცადე. და მაინც ჩემი გული გარეთ იწევდა, გაზაფხულისკენ. და არაფერი ახარებდა ისე, როგორც ფანჯრებიდან შეძლებისდაგვარად შემოსული ქუჩის მსუბუქი სუნი. როცა თავისუფლება იზღუდება, შთაგონების წყაროებიც უფრო მიუწვდომელი ჩანს. ჩამოსვლისას სავსე ვიყავი ნიუ-იორკის შთაბეჭდილებებით და კარანტინშივე გავაკეთე ნამუშევრების მცირე სერია, მიძღვნა ნიუ-იორკისთვის. რამდენიმეჯერ მოვისმინე, ხელოვანისთვის ყველაზე მარტივიაო კარანტინი, მაინც სულ შინ ზის და ქმნის. რაღაც მხრივ, შეიძლება, ჩაითვალოს სიმართლედ. მაგრამ ისიც მართალია, რომ ხელოვანი ყველაზე მეტად, მთელი არსებით განიცდის თავისუფლების თუნდაც მცირედით შეზღუდვას და ხალისი ეკარგება, რამდენადაც ხელოვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. არ მინდა სხვების პირით ვისაუბრო. კარგი რაც მომიტანა კარანტინმა ის არის, რომ ხმაური შევიყვარე ისევ, მუდმივი მოძრაობა, აღარც ქალაქის მტვერი მაწუხებს, აღარც მანქანების გრუხუნი. მზად ვარ, ვისმინო გამუდმებით, ოღონდაც აი, ამ სიცოცხლესა და მოძრაობას ვგრძნობდე და ისეთი მკვდარი აღარ იყოს ყველაფერი. ახლა, როცა სიცოცხლის ხალისი ნელ-ნელა დაბრუნდა, მეც ისევ დავუბრუნდი ინტენსიურ მუშაობას და პარალელურად რამდენიმე ტილოზე ვმუშაობ,ვწერ ისევ . შემოქმედებაზე დატოვებულ გავლენას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ველოდი, რომ დატოვებდა კარანტინი გარკვეულ კვალს, თუმცა მაინცდამაინც ასე არ მოხდა. იმდენად სტატიკური იყო ყველა პროცესი, გავლენებიც შეჩერდა, ალბათ. ახლა უფრო ვგრძნობ მათ დაბრუნებას, ვიდრე იზოლაციაში. 2.ყველაზე მეტად რისი ხატვა მოგწონთ? გაქვთ თუ არა ფერი რომელსაც ყველა ნახატში იყენებთ? ადამიანების ხატვა მიყვარს განსაკუთრებით. ძალიან ცოტა მაქვს ისეთი კომპოზიცია, სადაც ადამიანი არ ფიგურირებს რაიმე სახით, იქნება ეს საკუთარი თავი, ვინმე სხვა პიროვნება, თუ წმინდად ჩემი გონების ნაყოფი. მე ვხატავ იმას, რაც მგონია, რომ გარკვეულ დონეზე მაქვს ნაგრძნობი და აქედან გამომდინარე, შემიძლია, გულწრფელი ვიყო. მოტყუება არ მჭირდება. ეს არის მიზეზი, და არა მაგალითად ის, რომ ადამიანი მიმაჩნია სამყაროს ერთადერთ ცენტრად. ფერს რაც შეეხება, სხვადასხვა ფერების ამოჩემება მჩვევია ხოლმე, თუმცა, მგონი ლურჯს მაინც ყველგან ვიყენებ. მრავლისმომცველი ფერია, დიდი სიღრმის მატარებელი და ემოციური დატვირთვის მქონე. 3. დღევანდელობაში არის თუ არა ხელოვნება მატერიალიზირებული? ( დაუშვათ მხატვრები ხატავენ შეკვეთით) ამაზე რას ფიქრობთ? ხელოვნება გარკვეული დოზით ყოველთვის იყო მატერიალიზებული.თუმცა გააჩნია, ხელოვანი ამაში განზრახ მონაწილეობს თუ ბუნებრივია ეს ყველაფერი. მთავარია, ნამუშევრის შექმნის მოტივი არ იყოს მატერიალისტური. სხვა მხრივ, ხელოვნების გარკვეული ჯანსაღი სახითა და დოზით მატერიალიზება ბუნებრივია. რეალურად რომ მივუდგეთ, სულ რომ არაფერი, შეძენა სჭირდება მასალებს. შეკვეთით ხატვას რაც შეეხება, არაფერი დამანკნინებელი შეკვეთით ხატვაში არ არის. დაკვეთებზე მუშაობითაც უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას იღებს მხატვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომა არ იკარგება მატერიალური სარგებლის ამოწურვასთან ერთად. 4.თქვენ როგორც ხელოვანი რომელ საუკუნეში იცხოვრებდით? ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“ არის ნახსენები, რა დროშიც არ უნდა დავიბადოთ, მაინც სხვა დროში ცხოვრებას ვნატრობთო. ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ზოგჯერ ძალიან მართალია. მე 2000 წელს დავიბადე, საუკუნეების გასაყარზე, თუმცა სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეცხრამეტე, ან მეოცე საუკუნეში, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ მონაკვეთში. მეცხრამეტე საუკუნის იმ პერიოდში, როცა პარიზი იყო მხატვრობის კერა, ყველა იქ იკრიბებოდა: მოდილიანი, პიკასო, სუტინი, უტრილო, ტულუზ-ლოტრეკი. არამარტო მხატვრობის, მუსიკის ახალი საფეხურიც იყო (ერიკ სატი, დებიუსი), ცხოვრებას ბოჰემური სუნი ჰქონდა და ხელოვნება ყვაოდა. ანდაც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გერმანული ექსპრესიონიზმი ღვივდებოდა; როცა კლიმტი, შილე, კოკოშკა მოღვაწეობდნენ. მიჭირს გამორჩევა, გაუმაძღარია ადამიანის ბუნება და ამ მესამე სურვილსაც დავამატებ. მეოცე საუკუნის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდის ნიუ-იორკშიც ვიცხოვრებდი. სწორედ იმ დროს, როცა ნიუ-იორკის სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც იყვნენ ვილემ დე კუნინგი, ჯექსონ პოლოკი, მარკ როთკო, ფრანც კლაინი და ბევრი სხვა გენიოსი. 5.რომელ მხატვართან გექნებოდათ დიალოგი? ერთი კონკრეტული მხატვრის ამორჩევა ძალიან მერთულება. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ, გავესაუბრებოდი ფრიდა კალოს, როგორც მხატვარს, როგორც ქალ მხატვარს, და როგორც უბრალოდ ძლიერი, თვითმყოფადი ქალის ეტალონს. გავესაუბრებოდი ეგონ შილეს, თუმცა იმდენად ყველაფერი მოაცებს მისი, იმდენად დიადია, ალბათ კონკრეტულად არაფერს ვკითხავდი. მოვისმენდი უბრალოდ ყველაფერს, რასაც მეტყოდა. ჟან-მიშელ ბასკიასთანაც ვისაუბრებდი. მგონია, მასთან ყველაზე მეტად გამიადვილდებოდა საუბარი, რამდენადაც დროში ყველაზე ახლოა. 6.რას ისურვებდით ხელოვნებისთვის დღევანდელობაში? ფსევდო-ხელოვნებისა და ფსევდო-ხელოვანების გაუჩინარებას ვისურვებდი. თვითონ ხელოვნებას მოკვდავისაგან კეთილი სურვილები არ სჭირდება, ის იმდენად დიადი, თვითმყოფადი და უკვდავია.#ხელოვნება #არტი
Artists Voyage
Tbilisi · 5 days ago
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კოშკს უცვლელად აღადგენენ
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ეთანხმება ფრანგულ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კოშკი უცვლელად უნდა აღდგეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების შესახებ ხუთშაბათს ილაპარაკა. აქამდე მაკრონი მე-13 საუკუნის ტაძრის აღდგენისას დიზაინში თანამედროვე ცვლილებების შეტანას ემხრობოდა. ხანძრიდან ორი დღის შემდეგ პრემიერმინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ გამოცხადდებოდა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი ნოტრ-დამის ჭერისა და კოშკის ახალი დიზაინის შესარჩევად. თუმცა YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით ფრანგების 54% თვლის, რომ კათედრალი იმ სახით უნდა აღდგეს, რომელიც მას ხანძრამდე ჰქონდა და არ ემხრობა დიზაინში თანამედროვე ცვლილებების შეტანას. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიცვალა აზრი მაკრონმა დაკავშირებულია აღდგენითი სამუშაოების ხანრგძლივობასთან. ხანძრის შემდეგ მაკრონი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ღვთისმშობლის ტაძარს 5 წელიწადში აღადგენდნენ. პრეზიდენტის მიზანია ტაძარის აღდგენა 2024 წლისთვის, ოლიმპიადისთვის დასრულდეს. მაკრონის განცხადებით, თანამედროვე დიზაინის ჭერისა და კოშკის აშენება შეაფერხებდა რესტავრაციის პროცესს. ხანძარი პარისზის ღვთისმშობლის ტაძარში 2019 წლის 15 აპრილს დაიწყო. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით კვლავ დაუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის გამო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული კათედრალის ხის უძველესი კონსტრუქცია დაიწვა და ტაძრის სახურავის ნაწილი და კოშკი ჩაინგრა, მაშველებმა მოახერხეს კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა. ასევე გადარჩა ტაძრის შიგნით განთავსებული რელიგიური ნივთები და ტაძრის ცნობილი ვიტრაჟები.#პარიზისღვთისმშობლისტაძარი #საფრანგეთი #პარიზი #ხელოვნება #კულტურა Tbilisi#ხელოვნება
Sunny Travel Blog
Tbilisi · 1 month ago
Wizz Air-მა ქუთაისიდან ფრენები გააუქმა
გავრცელებული ინფორმაციით Wizz Air-მა ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენები გააუქმა. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი უცხოური საიტი წერს. გაუქმებულ ფრენებს შორის მოხვდა ისეთი ქალაქები როგორებიცაა პარიზი, ბარსელონა, ნიცა, ვენეცია, ლონდონი და სხვა. ვიზეარის აპლიკაციაში ეს ქალაქები წაშლილია, რაც ადასტურებს წყაროს სინამდვილეს. ვფიქრობ ძალიან ცუდია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების გაუქმება. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ვიზეარის არსებულ ფრენებზე ბილეთები ორმაგად გაძვირებულია. #ფრენები #ვიზეარი #ბლოგერი #ახალიამბები #მოგზაურობა #ფრენები
TV Imedi
Tbilisi · 1 week ago
ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდება
ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდ
ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდება
imedinews.ge
ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდ
ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდება
ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდ
ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდება
imedinews.ge
ნათია თურნავას თქმით, პარიზი-თბილისის რეისი 7 ივლისს შესრულდ
Fashion Folk Tales
Tbilisi · 2 weeks ago
2019 წელს ვოგის ყდაზე 178 მოდელი დაიბეჭდა – სტატისტიკა
2019 წელს მსოფლიოში ვოგის 308 ნომერი გამოიცა. 178 მოდელს მიეცა შესაძლებლობა ვოგის გარეკანი დაემშვენებინა. ყველაზე ბევრი მოდელი რუსული ვოგის ყდაზე დაიბეჭდა. გასულ 12 თვეში რუსული გამოცემის ყველა გარეკანს პროფესიონალი მოდელი ამშვენებდა. 308 ვოგში დაბეჭდილი მოდელებიდან 35% იყო ფერადკანიანი. ყველაზე ბევრი ფერადკანიანი პიროვნება ინდურ ვოგში მოხვდა, ყველაზე ცოტა (არც ერთი) პოლონურში. 178 მოდელიდან, რომელიც ყდაზე მოხვდა, 31 მოდელი არის 35 + ასაკის კატეგორიაში. ორიგინალი სუპერმოდელებიდან ყველაზე ბევრი ყდა მიიღეს: კარენ ელსონმა, კრისტი ტორლინგტონმა და ნაომი ქემბელმა. 178 მოდელიდან, რომელიც წელს ვოგის ყდაზე მოხვდა, მხოლოდ 14 არის აზიელი და ყველა მათგანი ყდაზე მხოლოდ ერთხელ დაიბეჭდა. პრეცედენტები: 2019 წელს ვოგის ყდაზე პირველად მოხვდა ალბინოსი მოდელი. Thando Hopa პორტუგალიური ვოგის აპრილის ნომრის სოლო გარეკანს ამშვენებდა. წელს ვოგის ყდაზე პირველად მოხვდნენ ვიტილიგოს კანის დაავადების მქონე მოდელებიც, Winnie Harlow & Shahad Salman არაბული ვოგის 2019 წლის ივნისის ნომრის გარეკანზე. 6 მოდელი, რომელიც 2019 წელს ვოგის ყველაზე ბევრ ყდაზე მოხვდა: ჯიჯი ჰადიდი – 8 გარეკანი გამოცემები: გერმანია, ბრაზილია, მექსიკა, ჩეხეთი, ჰონგ-კონგი, არაბეთი, იტალია, ლათინური ამერიკა. ადუთ აკეჩი – 8 გარეკანი გამოცემები: ავსტრალია (2), პარიზი, იაპონია(2), იტალია, გერმანია, ბრიტანეთი. ირინა შეიკი – 7 გარეკანი გამოცემები: რუსეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ესპანეთი, ჰონგ-კონგი, ლათინური ამერიკა, იაპონია. ბელა ჰადიდი – 6 გარეკანი გამოცემები: რუსეთი, ავსტრალია, ჰოლანდია, იაპონია, ესპანეთი, საბერძნეთი. ბირჯიტ კოსი და ლუნა ბაილი – 5 გარეკანი თითოეულს გამოცემები, რომლის ყდაზეც ბირჯიტი მოხვდა: ჰოლანდია, ესპანეთი(2), გერმანია, რუსეთი. გამოცემები, რომლის ყდაზეც ლუნა მოხვდა: ჩინეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, გერმანია, ბრაზილია. რაიან ვან რომფეი – 5 გარეკანი გამოცემები: პარიზი (3), იტალია, გერმანია. #მოდა #დიზაინი #ვოგი #ვოგისგარეკანი #სტატისტიკა #წარმატებულიმოდელები #ტოპმოდელები Tbilisi#მოდა
+7