0
?UG Startup Factory 10 ოქტომბრიდან იწყებს სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე რიგით მეოთხე ნაკადის მიღებას. პროგრამა განკუთვნილია იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან სრულიად ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება და შესთავაზონ ის გლობალურ ბაზარს. ?პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან. ⏳პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მონაწილეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს: ?იდეის ვალიდაცია და ტესტირება; ?გუნდის ფორმირება; ?ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება; ?MVP-ზე მუშაობა; ?მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის; ?დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად. პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან: ✅მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ის საერთო სამუშაო სივრცეში; ✅მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ პროტოტიპირებას (ფაბლაბი, მობილური აპლიკაციების ლაბორატორია, ელექტროინჟინერიის ლაბორატორია და სხვა); ✅მენტორებითა და გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებით; ✅წვდომა ექნებათ ჩვენს სტარტაპ ბრო კომპანიებთან ; ?აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 15 სტარტაპი. ??პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ: ?OFFICE HOURS - შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით; ?ტრენინგები და კონსულტაციები მათ საჭიროებაზე მორგებულ თემებზე; ?მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის; ?ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან. ⏳სააქსელერაციო პერიოდი: 10/10/2019 - 21/12/2019 ?სარეგისტრაციო ფორმა : shorturl.at/depB9 ⏰რეგისტრაციის ბოლო ვადა - 5 ოქტომბერი. ?აქვე შეგახსენებთ , იმას რომ ჩვენა ორმა ბენეფიციარმა, მოიპოვა 100 000 ლარიანი გრანტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA -სგან.
0