1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. საბავშვო ბაღის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების დონეზე სრულდება. ერთსართულიან, ევროპული სტანდარტების დონის შენობაში მოეწყო წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები. ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს გილანი XXI ასრულებს. ახალი ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
1