3 აზრში ჩატეული ენერგია, მათთვის, ვინც ცდილობს და არ გამოსდის ?
.
1️⃣ სხვა გზა არ არსებობს.
თუ გაქვს სურვილი რამის კეთების, ესეგი გჯერა, რომ ეს გზა უკეთესი მომავლისკენ მიგიყვანს.
მნიშვნელობა არ არ აქვს როდის რისი კეთება გენდომება, რამდენჯერ დაეჭვდები და შეიცვლი აზრს.
? მთავარია მუდამ მოქმედების პროცესში იყო და არ გაჩერდე!
გახსოვდეს, რომ თავის პოვნა პროცესშივე ხდება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვა გზა არ არსებობს.
.
2️⃣ ნუ ედრები სხვებს, შექმენი შენი მაგალითი.
ჩვენ ვეძებთ გასაოცარ წარმატების ისტორიებს, როგორ სწრაფად და “მარტივად” იღებენ შედეგებს და გვაქვს ამბიცია იგივეს გამეორების - რასაც იმედგაცრუებამდე და დამთრგუნველ თვითკრიტიკამდე მივყავართ.
? გრძელი და რთულად მიღწეული წარმატების ისტორიები ბევრად ღირებული და მეტის მომცემია, ამიტომ გახსოვდეს, ნუ ედრები სხვებს, შექმენი შენი მაგალითი.
.
3️⃣ იმეგობრე შიშთან.
ათასი სისულელის გვეშინია, რაც ჩვენი სისუსტიდან გამომდინარეობს. მაგალითად: რას იტყვის სხვა, ვაი თუ არ გამოგივიდა, პრობლემები რომ შეგექმნას, ბლა ბლა ბლა...
? ნებისმიერი შიში, გარდა ვერ განვითარებისა და ბანალური, მოსაწყები ცხოვრების განვილსა, მოსაშორებელია.
უაზრო ცხოვრება უნდა იყოს შიში, დანარჩენი კი უბრალოდ გამოწვევებია. ამიტომ, იცოდე რისი ნამდვილად უნდა გეშინოდეს და იმეგობრე მასთან⚡️რადგან მასში ძალიან ბევრი ენერგიაა.
.
P.S.
❗️ ამ პროცესში ბევრი ადამიანი გვხვდება, რომლებიც გვაძლევენ, ძალას და ენერგიას და რომლებიც ვამპირებივით გვწოვენ მას.
ამიტომ, ყველაზე მეტად მოერიდე პესიმისტ, ცხოვრებაზე გაბოროტებულებს - რომლებიც მხოლოდ რა არ გამოგდის იმას ხედავენ.
➖
გიორგი კორძახია