რა იწვევს მენინგიტს?

0
მენინგიტი ეს არის თავის ტვინის მენინგეალური გარსების ანთება. მენინგიტი შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის დაინფიცირებით, რომელიც ამ გარსებს აკრავს გარს. მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები. სხვა გამომწვევს მიეკუთვნება: 1. სიმსივნე 2. სოკოები 3. ალერგიული რეაქცია წამლებზე ზოგიერთი ვირუსული ან ბაქტერიული მენინგიტი არის გადამდები, ხველებით, ცემინებით ან ახლო კონტაქტით დაინფიცირებულთან. მენინგიტის სიმპტომები განსხვავდება გამომწვევის მიხედვით, მაგალითად ბაქტერიული მენინგიტი უფრო მძიმედ მიმდინარეობს ვიდრე ვირუსული. ვირუსული მენინგიტი ყველაზე ხშირია, გამომწვევია ენტეროვირუსები. ენტეროვირუსებით წელიწადში 10 მილიონი ადამიანი ინფიცირდება, თუმცა ყველა შემთხვევა მენინგიტით გამწვავებით არ სრულდება. ზოგ შემთხვევაში ვირუსულ მენინგიტს მკურნალობა არ ესაჭიროება. ვირუსული მენინგიტის სიმპტომები ჩვილებში: 1. დაქვეითებული მადა 2. აღგზნებადობა 3. უძილობა ან პირიქით ძილიანობა 4. ცხელება მოზრდილებში: 1. თავის ტკივილი 2. ცხელება 3. კისრის გაშეშება 4. კრუნჩხვები 5. სენსიტიურობა სინათლის მიმართ 6. ძილიანობა 7. გულისრევა 8. დაქვეითებული მადა ბაქტერიულ მენინგიტს იწვევს სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ეს ტიპი გადამდებია და თუ მკურნალობის გარეშე დავტოვებთ მომაკვდინებელი. მოზრდილებში 20-50 პროცენტი ბაქტერიული მენინგიტისა სიკვდილით სრულდება. ბაქტერიული მენინგიტისას ვირუსულის სიმპტომებს ემატება : ჟრჟოლა, მოიასამნისფრო ადგილები კანზე, რომელიც სხეულის დაზიანებით გამოწვეულ ჩალურჯებებს ემსგავსება. სხვადასხვა სახის მენინგიტს სხვადასხვა გამომწვევი ყავს, თუმცა ყველა მათგანი, იქნება ეს ბაქტერია, ვირუსი თუ სოკო ცირკულირებს სისხლთან ერთად მანამ სანამ თავის და ზურგის ტვინს არ მიაღწევს და არ დააზიანებს მათ მენინგეალურ გარსებს. არაინფექციურ მენინგიტს არანაირი კავშირი არ აქვს ბაქტერიებთან ან ვირუსებთან, ის შეიძლება ტრავმით იყოს გამოწვეული. ბაქტერიულ მენინგიტს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, ფუნგალურ მენინგიტს (სოკოთი გამოწვეულს) ანტიფუნგალური პრეპარატებით. ვირუსულ მენინგიტს ხშირად არ სჭირდება მკურნალობა, თუმცა თუ ჩარევა აუცილებელია ანტივირუსულ მედიკამენტებს იყენებენ.
0