მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უმეტესობამ ნულიდან დაიწყო და ისე მიაღწია ფინანსურ წარმატებას. მეწარმეთა ფსიქოლოგიის მიმართულებით ანალიტიკოსი და თავად ანტრეპრენერი რაფაელ ბაძიაგი ხუთი წლის განმავლობაში 21 მილიარდერ ანტრეპრენერთან ინტერვიუებს წერდა, რის საფუძველზეც მან წიგნი დაწერა: “მილიონი დოლარის საიდუმლო, მილიარდერთა სიმდიდრისა და წარმატების 20 პრინციპი”.
წიგნის ავტორი წერს, თუ როგორ მოიპოვა თითოეულმა მილიარდერმა თავისი პირველი მილიონი დოლარი. წიგნის მიხედვით, ნაწილმა ბიზნესი დაიწყო, ზოგი ინვესტორი გახდა ან სხვა კომპანიისთვის იმუშავა. გთავაზობთ მათ ისტორიებს მოკლედ:
მოედ ალტრადმა თავისი პირველი მილიონი ხარაჩოების ბიზნესით მოიპოვა.
ქონება: $2.6 მილიარდი
ალტრადი Altrad Group-ის დამფუძნებელია, რომელიც თავისი სერვისებით 100 კომპანიაზე მეტს უზრუნველყოფს. ალტრადი ასევე ფლობს Montpellier Hérault რაგბის კლუბს და 3 წიგნის ავტორია.
თონი თან ქაღშიონმა კვების სერვისის ბიზნესიდან ამოიღო პირველი საკუთარი მილიონი.
ქონება: $3.6 მილიარდი
ის Jollibee Foods-ის დამფუძნებელია. Jollibee Foods-ი აზიის უდიდესი კვების კომპანიაა, იგი ამუშავებს 13 სარესტორნო ქსელს და 4, 300-ზე მეტ რესტორანს მსოფლიოს 18 ქვეყანაში.
ჯექ ქოუინმა თავისი პირველი მილიონი შემწვარი ქათმით მოიპოვა.
ქონება: $1.6 მილიარდი
ქოუინი Competitive Foods Australia-ს მეპატრონე და დირექტორია. Competitive Foods Australia ქვეყნის უდიდესი რესტორანტთა ფრენჩაიზერია, რომელმაც ავსტრალიას პირველმა გააცნო KFC-ი, Burger King-ი და Domino’s Pizza.
ძაი დონგჩინგმა პირველი მილიონი პატარა სათამაშო ჩასაბერი ინსტრუმენტებით მოიპოვა.
კაპიტალი: $1.6 მილიარდი
დონგჩინგი Alpha Group-ის დამფუძნებელია. Alpha Group-ი ანიმაციების კორპორაციაა, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას ისეთ აქტივობებში როგორიცაა გასართობი პარკები, კინოთეატრები და ოპერა. დონგჩინგს ჩინეთის Walt Disney-ს უწოდებენ.
თიმ დრეიფერმა პირველი მილიონი ვენჩურული კაპიტალდაბანდებით მოიპოვა.
ქონება: უცნობია
დრეიფერი Silicon Valley-ს მეწარმეა და ვირუსული მარკეტინგის გამომგონებლად ითვლება. დრეიფერმა დაარსა ორი ფირმა: Draper Fisher Jurvetson და Draper Associates.
სერგეი გალიცკიმ პირველი მილიონი სადისტრიბუციო ბიზნესის დახმარებით მიიღო.
ქონება: $3.4 მილიარდი
გალიცკი რუსეთის უდიდესი კვების პროდუქტების სავაჭრო კომპანიის, Магнит-ის დამფუძნებელია. Магнит-ი 17, 000-ზე მეტ მაღაზიას და ჰიპერმარკეტს ფლობს.
ფითერ ჰარგრივისმა მისი პირველი მილიონი ფინანსური სერვისებით მოიპოვა.
ქონება: $3.9 მილიარდი
ჰარგრივსი დიდი ბრიტანეთის ფინანსური სერვისების სექტორის ინდუსტრიული ლიდერია. Hargreaves Lansdown-ი $120 მილიარდ დოლარამდე აქტივებს მართავს.
#feedcgrant
Feedc
#ახალიამბები
#ბიზნესი