0
საქართველოში 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6, 050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13, 806 მლრდ ❗️ ლარი შეადგინა. როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 86, 6 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 16%-ს შეადგენს. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის (43, 2%).
0