მარკეტინგული ხრიკები მარკეტებში
წითელი ფასები - ჩვენს ცნობიერებაში წითელი ფერი დიდი ხანია ფასდაკლებასთან ასოცირდება.
შესაბამისად, სუპერმარკეტების ვიტრინებსა თუ დახლებზე დიდი წითელი ასოები "გვეძახიან", შევიძინოთ ფასდაკლებული პროდუქტი!
თუმცა, "წითელი ფასები" ყოველთვის ხელსაყრელი როდია!
შესაძლოა, ამა თუ იმ პროდუქტის ღირებულება უმნიშვნელოდ იყოს შემცირებული, ან სულაც უცვლელი, მაგრამ მომხმარებელი მაინც განწყობილია, შეიძინოს ასეთი საქონელი ცნობიერებაში აწ უკვე გამჯდარი ასოციაციის გამო.
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
#ბიზნესი