14 votes
0 comments
0 shares
Save
10 views
About City
Tbilisi · 9 months ago

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება.

გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33 ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის, შემდეგ კი ჯაბიძის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც კვლავ ვეკუას ქუჩისკენ მობრუნდებიან.

N24 ავტობუსი ვეკუას ქუჩაზე იმოძრავებს მე-5 მიკრორაიონამდე, რის შემდეგაც ხიზანიშვილის ქუჩას დაუკავშირდება.

N51 ავტობუსი გლდანულას მიმართულებით, ლესელიძისა და მიქატაძის ქუჩების ნაცვლად, ომის გმირებისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს.


About City
Tbilisi · 9 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
რუსთაველზე ხვალ სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20
რუსთაველზე ხვალ სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20
The Daily Georgia
Tbilisi · 11 months ago
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე შე
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე შე
About City
Tbilisi · 9 months ago
⛔️როგორ შეიცვლება ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან, ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება - ამის შესახებ თბილისის მარიიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება. ამასთანავე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება. გარდა ამისა, მირცხულავას ქუჩის ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო რამიშვილის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება. ამდენად, რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ამირეჯიბის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. ჭავჭვაძის გამზირის „პიქსელიდან“ ვარაზისხევამდე მონაკვეთზე კვლავ ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო რამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაშვებული იქნება მოძრაობა მარცხნივ, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან - მარჯვნივ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნებ
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვის
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნებ
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვის
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან, 20 ივნისიდან საგზაო მ
ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან, 20 ივნისიდან საგზაო მ
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა აფხაზეთში სოხუმის დაცემა: აფხაზეთში შეიარაღებუ
ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა აფხაზეთში სოხუმის დაცემა: აფხაზეთში შეიარაღებუ
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
📣📣📣თბილისის ქუჩები, სადაც „მარშრუტკები“ ვეღარ იმოძრავებენ - მიკროავტობუსებს გადაადგილება მოკლე მანძილზე მოუწევთ👇🏻 კომპანია „სისტრამ“ დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა მარშრუტები და ძირითადი არტერიული ქუჩების ჩამონათვალი - ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქუჩებს შორის არის: ჭავჭავაძის, რობაქიძის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი და ა.შ. „რაც შეეხება მიკროავტობუსებს, სისტრას ეს ეტაპი დარჩა რომ გადმოგვცეს. თუმცა, მათი მოკლე მარშრუტების ნაწილი უკვე გადმოცემული გვაქვს. მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს, სადაც ავტობუსი გზის სივიწროვიდან გამომდინარე ვერ დადის. ასეთ მარშრუტებზე ყველგან მიკროავტობუსები იქნება გადანაწილებული. შესაბამისად, ძირითად არტერიულ ქუჩებზე, როგორიცაა მაგალითად, წერეთლის, მარშალ გელოვანის, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირები - ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს და იქ მიკროავტობუსები აღარ ივლის. მსგავს ტერიტორიებზე იმოძრავებს როგორც 8 მეტრიანი, ისე 24 მეტრიანი ავტობუსებიც,“-აღნიშნა მუმლაძემ. მისივე თქმით, დაგეგმილია მიკროავტობუსების განახლებაც. კერძოდ, როგორც მუმლაძე აცხადებს, ყვითელი მარშრუტკები 2020 წლის ბოლომდე სრულად იქნება განახლებული. „წელს უკვე უნდა გვქონდეს ახალი სახელშეკრულებო პირობები მიკროავტობუსებთან, ისე რომ იქ მომუშავე მძღოლები შენარჩუნებული იყვნენ პოზიციებზე და ანაზღაურების კუთხითაც უფრო კარგი მდგომარეობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის სისტემაც დაიხვეწოს და მიკროავტობუსებშიც სხვადასხვა საბანკო ბარათებით იყოს შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ მოქალაქეებს, რომ საკუთარი ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყონ მოძრაობა,“-აღნიშნავს მუმლაძე.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 2 weeks ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რო
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რო
ბათუმის მერია
Batumi · 5 months ago
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ხორციელდება წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე (ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე). სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან 45 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ასევე პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე. სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. შესაბამისად, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე (კობალაძის ქუჩის მიმდებარედ), ლეონიძის ქუჩაზე. მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულთან. სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს. ამ დროისთვის, პარალელურად რვა ჯგუფი მუშაობს, რათა ტურისტული სეზონისთვის ძირითადი მონაკვეთების დასრულება მოესწროს. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია წყლის სისტემების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა გონიო-კვარიათის დასახლებაში. პროექტი 2019 წლის ივნისში დაიწყო და 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. პროექტის ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.
About City
Tbilisi · 8 months ago
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე ამჟამად გაზისა და წყლის კომპანიები ცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის შემდეგაც მოეწყობა სანიაღვრე და დაიგება ასფალტის ქვედა ფენა. „ვამთავრებთ სამუშაოების კიდევ ერთ ეტაპს. ეს არის მონაკვეთი არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩებიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე. შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოასფალტდება ქვედა ფენა, როგორც გამზირის დანარჩენ მონაკვეთებზე. მომდევნო ეტაპი არის კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთი, სადაც მუშაობა უკვე დაწყებულია და დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მუშაობენ „თბილისი ენერჯი“ და GWP, რომლებიც ცვლიან მიწისქვეშა კომუნიკაციებს, შემდეგ განხორციელდება სანიაღვრე ქსელის, მოგვიანებით კი კეთილმოწყობის სამუშაოები და მოასფალტება. პარალელურად, ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე ტროტუარების მოწყობა ფაქტობრივად დამთავრებულია, მიმდინარეობს თარგების მოწყობა, მალე მცენარეების დაირგვება, ბოლოს კი დავიწყებთ ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანას და ახალი სანათებისა და ბოძების მონტაჟს. ბოლო ეტაპზე იქნება დახაზვის სამუშაოები, გაჩერებების მოწყობა გზის შუა ნაწილში, გადასასვლელების დახაზვა და ა.შ. სამუშაოები გაზაფხულზე მთლიანად იქნება დამთავრებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კილომეტრს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი. გარდა ამისა, მოეწყობა ბორდიურები, მოპირკეთდება ტროტუარი, მოეწყობა საველოსიპედე სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება მოაჯირები და - ბოძკინტები. გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ლედ განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი. #news
+2