2 votes
0 comments
0 shares
Save
9 views
დაჩი დავითაშვილი
Tbilisi · 9 months ago

დროება


დაჩი დავითაშვილი
Tbilisi · 9 months ago
Similar Posts
კონემიკა სპორტი
Tbilisi · 2 months ago
პუიოლი ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი ?
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან ძალიან ბევრი დიდი ფეხბურთელი გვახსოვს.ზოგმა თავი ლამაზი თამაშით დაგვამახსოვრა,ზოგმა მისი კლდესავით ძლიერი სურვილით მიეღწია წარმატებას, ზოგმა ფიზიკური კონდიციებით, თუმცა თითზე ჩამოითველბიან მოთამაშეები, რომლებიც კარლეს პუიოლს შეიძლება, გავუტოლოთ.პუიოლი არ იყო საკუთარი დეკადის საუკეთესო ცენტრალური მცველი ამას ვერავინ იტყვის, რადგან მის დროში თამაშობდნენ თუნდაც მალდინი და კანავარო,თუმცაღა რაზეც შეგვიძლია ვიდაოთ არის ის - არის თუ არა პუიოლი ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი? რთული პერიოდი პირადად ჩემთვის არის სიმბოლო იმისა თუ როგორი უნდა იყოს კაპიტანი! ჯერ კიდევ იმ დროში, როდესაც კატალონიელები არც ისე კარგად თამაშობდნენ და ხშირად ბერნაბეუზეც განიცდიდნენ მარცხს, გუნდში ყოველთვის გამოირჩეოდა ერთი ბიჭუნა,რომელიც ნებისმიერი ანგარიშის დროს გაავებული მხეცივით იბრძოდა და ყველანაირად ცდილობდა არაფერი დაეთმო მასზე მაღალი კლასის მქონდე ფორვარდებისა თუ ნახევარმცველებისთვის.ისიც არ უნდა დავივიწყოთ,რომ ზუსტად მსგავსი თავდადების გამო პუიოლმა მიიღო არაერთი საკმაოდ რთული ტრამვა,რომლებიც მას ახლაც კი ტანჯავს! მისთვის არ არსებობდა სიტყვა მე,რადგან იგი იყო გუნდის ნაწილი იმის მიუხედავად,რომ იგი თამაშობდა დაცვის ცენტრში სრულიად აკონტროლებდა მის გუნდს მოედანზე და მის გარეთ იცავდა თანაგუნდელებს და იმ შემთხვევაში თუ ვინმე არაპროფესიონალი მას სახეში ხელს უთავაზებდა, აჩერებდა საკუთარ გუნდელებს. მსგავის შემთხვევა ორი იყო: ერთი, როცა ერთ-ერთ შეხვედრაში მას ხელი დაარტყეს, ხოლო რონალდინიომ მოწინააღმდეგისთვის პასუხის გასაცემად მიირბინა, თუმცა იგი პუიოლმა შეაჩერა. მეორე შემთხვევა კი იყო კლასიკოში, როცა რამოსმა ჰკრა ხელი პუიოლს და აქაც იგივე სიტუაცია განმეორდა! ბარსელონას ოქროს ხანა ! იმის შემდეგ,რაც გუნდში პეპ გუარდიოლა მოვიდა ბარსელონამ დაიწყო აღზევება და ისტორიაში ეს დროება ,,ბარსელონა ხანა'' -დ არის მიჩნეული ოქროს ხანა ბარსასთვის,როცა მათ ყველაფერი გამოსდიოდათ და ორი თავით მაღლა იდგნენ ნებისმიერ კლუბზე, თუმცა მათ კაპიტანს არასდროს დავიწყებია თუ როგორია იყო დამარცხებული და ყოველთვის ბოლომდე სცემდა პატივს მოწინააღმდეგე გუნდს! ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის დროს ბარსას ახალგაზრდა ბიჭებმა მოედანზე პროვოკაციულად წაიცეკვეს, რითაც პულიოლი გააბრაზეს,რომელმაც მიირბინა მათთან და დაშალა.მისი უპირატესობა იყო ყოფილიყო ღირსეული და თავდადებული სამაგალითო ზუსტად ამ თვისებების გამო ხდება ვიღაც კაპიტანი და უძღვება გუნდს დიდ ბრძოლებში! ფეხბურთელი,რომელსაც არ სტკიოდა! ფეხბურთში სიმულაცია ფეხბურთის ნაწილი გახლდათ,მაგრამ ეს არ ეხებოდა პუიოლს,რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში ყოფილიყო დაჯარიმებული თუ მას ფეხზე დგომა შეეძლო აგრძელებდა ბრძოლას ბოლო წუთამდე!უამრავი ტრამვის მიუხედავად, იგი ხშრად რისკავდა საკუთარი კარიერას გარეკვეულ მომენტებში. ეს არის გამბედაობა და წყურვილი გამარჯვების და ბრძოლის მოგების,როდესაც ასე იბრძვი მოედანზე საუბრის გარეშეც და აღნიშვნის გარეშეც ყველას აჩვენებ,რომ ფეხბურთი ყველაფერზე მეტად გიყარს! დღევანდელ რეალობაში ფეხბურთს აკლია პუიოლი და მისი მსაგვის კაპიტანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს,რომ მისმა გუნდა ღირსეულად მოიგოს და ამისთვის კარიერასაც კი დათმობს!
დაჩი დავითაშვილი
Tbilisi · 9 months ago
ყვარლის ტბა
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
შავიდან თეთრამდე არც ისე შორია
კარი გაიღო და დაიხურა. ნაბიჯების ხმის გაგონებას ველოდი, თუმცა, ერთადერთი, რაც გავიგონე საათის ისრის წიკწიკი იყო. ეს ხმა ნელ-ნელა შენელდა. უეცრად მისი გაჩუმების შემეშინდა, რადგან არ ვიცოდი რა მოხდებოდა შემდეგ. რამდენიმე წუთში საათის გაუთავებელი წიკწიკი ძლიერმა ხმამ ჩაანაცვლა, - პასუხი მზადაა, მზადაა... ეს იყო უფრო მტკიცე, ჰაეროვანი, მელოდიური ხმა. "ფრთები"- ვიფიქრე მე. ჩემს წასაყვანად მოვიდნენ. სუნთქვა შევიკავე და გავირინდე. შემდეგ თითქოს უკან დაბრუნდა. ხმა უფრო გაძლიერდა... ჩემს არსებობსაში თითქოს სპირალისებრი ფორმით ჩაიღვარა რაღაც სითხე. მეგონა საკუთარი სიღრმეებისკენ მივექანებოდი. ეს იყო ძალიან ბნელი ადგილი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. გამარჯვებაზე ფიქრს ზოგჯერ ძალა ეკარგებოდა, მაგრამ იმედი ბოლომდე არასდროს არ დამიკარგავს. აი, მაინც დამადგა საშველი და ჩემთანაც გამოანათა მზემ, მეც გამითბო ძვალ-ხორცი. ხელახლა დავიბადე! რაღაც უჩვეულოს ვგრძნობ. მონატრებულს... ფერთა პალიტრა მხოლოდ ბნელი ფერებით სავსე როდია. იქ სადაც შავია , თეთრიც აუცილებლად იარსებებს. ყოველ ტკივილს მოსდევს ბედნიერება, ეს ხომ ცხოვრების დაუწერელი კანონია. ხომ გაგიგია, - დარაბებს მიღმა გაზაფხულიაო. კი, ნამდვიალდ ასეა. ბნელი პალატის მიღმა სუსხიანი ზაფხული მელოდებოდა და მოვუსწარი, ისიც დამელოდა - მეც არ დავაყოვნე... დღეს , ამდენი ხმის შემდეგ პირველად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. თავი ჩიტი მგონია, უბრალოდ ფრთები არა მაქვს რომ ცაში ვინავარდო. მე გამარჯვება ვისწავლე , და აწი რაც არ უნდა მოხდეს - ვერავინ და ვერაფერი ვერ დამამარცხებს. აი ასე ემოციურად მომიყვა იმ ქარიშხლიან დღეებზე, რომლისთვისაც კოვიდმა გაიმეტა. ვუსმენდი და ჟრუანტელი მივლიდა ძვალსა და რბილში. ცრემლს ვერ ვიკავებდი და ვერც ახლა ვიკავებ, მკითხველო. მან კი ასე მითხრა, - ყველა ბნელს უწერია გამონათებაო. ვეთანხმები, გამონათება უწერია, გამოდარება.. და მაინც, გამოიდარა..! სახლში მოვიდა თუ არა ტირილი დაიწყო. ყველაფერი ეუცხოვა გარდა ემოციისა, რომელმაც მოგონებები გაახსენა. სიხარული, სიყვარული და ამაღელვებელი ტაში შეიგრძნო. ის, რაც ასე ძალიან მონატრებოდა. ტელევიზორის ჩართვას მედიკოსების ინტერვიუც დაემთხვა. სრული სიგიჟე იყო. ყველა სამაუწყებლო არხი სასიხარულო ნიუსს ავრცელებდა. "დღეს ბოლო პაციენტიც გაიწერა ბინაზე, ინფიცირებულთა რაოდენობა განულებულია. არც საკარანტინო ზონაში გვყავს მოქალაქეები. ჩვენ ეს შევძელით! ვირუსის გავრცელების საფრთხე ნულამდე დავიდა. დიახ, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვება მოგვილოცავს! საქართველომ გაიმარჯვა მსოფლიოსთან ერთად და პირიქით..! " მადლიანი სიტყვები ახლაც ჰანგებად ჩაგვესმის. გაიხსნა ყველა სახის მიმოსვლა. საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო... ჩვენი ქვეყანა ისევ უმასპინძლებს ვიზიტორებს. დიახ, მადლიან ღიმილს ვაჩუქებთ ერთმანეთს. ისე, რომ პირბადე არ დაგვიფარავს ემოციას. გათენდა, ცა ვარდისფერ მარმარილოს დაემსგავსა. ჩვენ კი ზეიმისკენ მიმავალი ადამიანების გუნდს შევუერთდით. ხალხი ქუჩის მიტოვებას არ აპირებდა, რა თქმა უნდა. ტროტუარებს ასობით ადგილობრივი და ჩამოსული მოსდებოდა. მოჩანდა წითელი, ყვითელი, ლურჯი შლაპები, სახელმწიფო დროშები. ეროვნული ჰიმნის ხმა გაისმოდა ქალაქის ყოველ წერტილში. ბედნიერების ერთობ სასიხარულო ზარმა ჩამოჰკრა. ლუდით გაბერილ მასხარებს ხელი ქუჩის ბავშვებისთვის ჩაეჭიდათ, მათთან ერთად ირწეოდნენ და ტრიალებდნენ სევდანარევი სენტიმენტების ტალღაზე. მიწისქვეშა გადასასვლელებიც სავსე იყო და ქუჩებიც. სახემოხატული ბავშვები მზესავით ანათებდნენ და ლაღი ღიმილით სიყვარულს აფრქვევდნენ ირგვლივ. ქალაქი სიცოცხლეს ზეიმობდა, ხალხი კი გადარჩენას. ტრადიცია კვლად აღდგა, დროება ვერ მოერია. მამა-პაპური მისალმება მხოლოდ დადებითი ენერგიის გადამტანი გახდა. თვეების განმავლობაში ჩარაზულმა პლანეტის თითოეულმა კუნჭულმა მზის სხივების გემო შეიგრძო და იმ ვარდისფერ დღეს მგონია, რომ ყველამ ტკბილად დაიძინა. და ბოლოს, დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი, რადგან არ ვიცით როდის შემობრუნდება ბედის ჩარხი და როდის ვიგემებთ აღმავლის შემდეგ დაღმავლის გემოს. მან კი ასე მითხრა, - მე ყოველ წუთს გავუფრთხილდები, რადგან კარანტინმა ეს მასწავლა და გირჩევთ თქვენც ასე მოიქცეთ. და როგორც ვიცი - რჩევას გათვალისწინება უყვარს... #feedcgrant #feedc #feedcgrantproject #stopcovid19 #travel #tourism #georgia #literature #emotions #read Georgia Feedc Feedc Community საქართველო #ბიზნესი #კულინარია #ჯანსაღიცხოვრება #სპორტი #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
+4
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 weeks ago
შალვა ამირეჯიბის წერილი დედას
ცნობილი ,ქართველი გამოჩენილი მოღვაწე, პოლიტიკოსი , მწერალი და პუბლიცისტი შალვა ამირეჯიბი დაიბადა ქართლში . წერა - კითხვა მას დედამ შეასწავლა , ისევე როგორც ცნობილი გამონათქვამები და ,,ვეფხისტყაოსანი” . ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლე გატაცებული იყო კითხვით , განსაკუთრებით რუსულ ლიტერატურას ეძალებოდა , და მიუხედავად იმისა , რომ უკვე გიმნაზიაში სწავლის დროს წერდა ლექსებს, ვერ ბედავთა მათ გასაჯაროვებას. ამასთან, ახალგაზრდა ჭაბუკი მორწმუნეობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ამ თვისებებთან ერთად იგი პატრიოტიც იყო და 1905 წლის გამოსვლების დროს ქუთაისში იგი ბარიკადებთან იდგა მიხაკო წერეთელთან და სხვა მეგობრებთან ერთად. ამის შემდეგ იგი ძლივს გადაურჩა დაპატიმრებას , რის გამოც მშობლების რჩევით უცხოეთში სასწავლებლად წასვლა არჩია. მართალია , ხელმოკლე ამირეჯიბი საბოლოოდ ვერ გახდა ვენის უნივერსიტეტის სტუდენტი , მაგრამ მას არასდროს დაუკარგავს სწავლის სურვილი და მუდმივად ცდილობდა მეტი გაეკეთებინა საკუთარი ქვეყნისთვის. გთავაზობთ შალვა ამირეჯიბის წერილს ვენიდან ,,დედა! შენი წერილი დღეს მივიღე.წერილი რამდენი ხანია მოგწერე. დამშვიდდი ,უნივერსიტეტში შევალ - მაგრამ ჯერ ფული არ მიმიღია.უფულოდ ხომ არ იქმნება . მოწმობას იმწამსვე გამოვგზავნი და ეგება ფულიც მივიღო” 1909 წელს შალვა ამირეჯიბი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ალმანახის ,,ჩვენი ერი” გამოცემა .მალე შალვა სხვა რევოლუციონერებთან ერთად დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს , საიდანაც , როგორც ანასტასია ამირეჯიბი-გიქოძისა წერს, გიორგი ლასხიშვილს დაუხსნია.შალვა ამირეჯიბი დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ახალგაზრდა ქართველ მწერლებში. ის ახლოს იყო ,,ცისფერყანწელებთანაც” . შალვა დიდხანს ეტრფოდა ვერიკო ანჯაფარიძეს და მისდამი ბევრი ლექსიც აქვს მიძვღნილი . საბოლოოდ კი ვერიკო ანჯაფარიძე ცოლად შეირთო. შალვა ამირეჯიბი გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ. ბრძოლაში. წარუმატებელი 1924 წლის აჯანყების შემდეგ, 1925 წელს, იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში. ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში — "სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი". 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება".#საინტერესო #პიროვნება #ისტორია #kutaisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
CNN-ის წამყვანს, ქრის ქუომოს კორონავირუსი დაუდგინდა
CNN-ის წამყვანს, ქრის ქუომოს კორონავირუსი დაუდგინდა. „ეს რთული დროება კიდევ და კიდევ უფრო რთულდება დღითი დღე. ახლახანს გავიგე, რომ კორონავირუსი მაქვს. იმედი მაქვს ჩემს შვილებს და კრისტინას არ გადავდე, თორემ ეს დაავადებაზე უარესი იქნება“,- დაწერა წამყვანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ინფორმაცია დაადასტურა თავად ნიუ-იორკის გუბერნატორმა. ცნობისთვის, ისინი ძმები არიან. „ეს ვირუსი ყველას ათანაბრებს. ჩემს ძმას, საუკეთესო მეგობარს ვირუსი დაუდგინდა. ის ახალგაზრდაა, ძლიერი - შეიძლება არც ისე ძლიერი როგორც თავად ფიქრობს, მაგრამ, კარგად იქნება“,-აღნიშნა გუბერნატორმა.
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 week ago
როგორ დაარიგა წმინდა მღვდელმთავარმა გაბრიელ ქიქოძემ ქუთაისელი ახალგაზრდობა
გთავაზობთ ამონარდს გაბრიელ ქიქოძის მიმართვიდან ,,საყვარელნო ყრმანო, მოსწავლენო სხვათა და სხვათა ჩვენი ქალაქის სასწავლებელთა შინა! წელიწადში ერთხელ მაინც მსურს საკუთრად თქვენ წინა-დაგიდვა სულიერი სწავლა და დარიგება. თქვენთვის უფრო საჭირო არის სულიერი, ზნეობითი სწავლა, და უფრო სასარგებლოც იქმნება.. დროება და მრავალნი საქმენი ნებას რომ მაძლევდენ, ერთხელ კი არა, ასჯერაც რომ მომეცა თქვენთვის დარიგება, ისიც არ იქნება ნამეტანი. თქვენ ახლა ისეთ ჰასაკში ხართ, რომ თქვენი გული და სული უფრო მომზადებულია სწავლის მიღებისათვის. ღვთის მადლით, თქვენი გული ჯერ არ არის გაფუჭებული, და უფრო მტკიცედ დაიბეჭდება თქვენს შორის ყოველი სწავლა. გარდა ამისა, თქვენ ყოველნი ხართ მოსწავლენი; ახლა შენდება საძირკველი მომავლისა თქვენისა ზნეობისა, ყოფაქცევისა, ხასიათისა, ერთი სიტყვით, მთელისა ცხოვრებისა. მიუცილებლად საჭირო არ არის, რომ ეს საძირკველი მომავლისა თქვენისა ცხოვრებისა იყოს დამყარებული სიტყვასა ზედა და სჯულსა ღვთისასა, იყოს გამაგრებული სულიერითა, ქრისტიანულითა სწავლითა და მოძღვრებითა. თუ ეს ასე არ იქმნა, თუ მომავალი თქვენი ცხოვრება აშენდა სხვა, სოფლიურ, ამაო საძირკველზე, ეს იქმნება უბედურება თქვენთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისათვის. თუ მარტო გონებითს მეცნიერებას მიიღებთ სასწავლებელში, თუ მარტო მრავალ სამეცნიერო საგნებს ისწავლით, მარტო გონებას, მეხსიერებას გაამდიდრებთ, ხოლო გულის თვისებას, ხასიათს არ გაიკეთებთ, სწავლულნი შეიქმნებით, და სიმართლეს და წმინდა, ქრისტიანულ ზნეობას არ შეიძენთ, მაშინ თქვენ გამოხვალთ უბედურნი და ქვეყნისათვის მავნებელნი, და არა სასარგებლონი. ვინ არს ბრძენ და მეცნიერი თქვენს შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა - იტყვის წმიდა მოციქული იაკობ. ვგონებ, რომ არც თქვენ იქნებით უცნობელი იმისა, რაც ამ ჩვენს დროებაში მოვლენა არის, არა თუ მთელს რუსეთში, არამედ ევროპაშიაც. უთუოდ თქვენც გაგიგონიათ, რა დარდი, რა დიდი მწუხარება გაუჩნდა ახლა ყოველთა მშობელთა, მთელს საზოგადოებას და თვით მთავრობას, და რაოდენი ყმაწვილი კაცი საუკუნოდ დაიღუპა ახლა, მით, რომ დაივიწყეს ყოველივე წმიდა, პატიოსანი, მართალი, რაც არის მიღებული ყოველთა განათლებულთა კაცთა და საზოგადოებათაგან, რაზედაც დაფუძნებულია აწინდელი ქვეყნის განათლება, ცხოვრება, წარმატება, და შეუდგნენ ყოველსა სიბოროტესა და გარყვნილებას " politics opinion kutaisidaily
George Toreli
Tbilisi · 1 year ago
⛳ ულამაზეს ბატეთის ტბა ♥ ⏺️9 ივნისს, კვირას 20 ლარად ⏺️მეგობრებო ტურისტული კომპანია “თორელ თრეველი" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბატეთი- ყინწვისის მიმართულებით. ⏺️თქვენ გელოდებათ ახალი მეგობრები, თავგადასავალი, მეტი პოზიტივი და დაუვიწყარი კვირა დღე არაჩვეულებრივი სეზონისგან. ეს თქვენი შანსია მომდევნო ხარ შენ. გაატარეთ დაუვიწყარი დღე ჩვენთან და ისიამოვნეთ სანახაობებით! ❤️ ⏺️მოვინახულებთ ✔ყინწვისი მამათა მონასტერი ✔ორთუბნის დედათა მონასტერი ✔ ძამის ხეობა ✔ სარკინეთი ✔ბატეთის ტბა ⏺️ ტურის ღირებულება: 20 ლარი ➡ტურის ღირებულებაში შედის: ▪ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი) ▪გამყოლი . ➡ გასვლა - ქ. თბილისი დიდუბის ზედა გაჩედება ვიკრიბებით 07:30 გავდივართ 08:00 ❌დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით❌ ➡კვება - მოგვაქვს ინდივიდუალურად ➡ტურში გასათვალისწინებელი.❗ ❌ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება ❌შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება) ❌არ ვანავგვიანებთ გარემოს, ❌, შეურაწყობას ერთმანეთს არ ვაყენებთ, ❌ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით). ❌ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან. ❌ ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს ❌ფორსმაჟორული სიტვაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ. ⏺️არვსვამთ კითხვებს: როდის მივალთ????!!! ბევრი დარჩა, რამდენი კილომეტრია და ა.შ. ⏺️სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ, თქვენი მეგობარი #TorelTravel⚠️ შენიშვნა! ❗️ ფეხით სასიარულო მანძილი დაახლოებით 6 კმ-ია ❗️ გზის სირთულე -საშვალო ⏺️საჭირო ეკიპირება ⏺️სალაშქრო ფეხსაცმელი ⏺️გამოსაცვლელი ⏺️საწვიმარი ⏺️წყალი ➡ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან მოგვწეროთ. გადახდა ხდება წინასწარ. ❌ თანხა უკან არ ბრუნდება რათა ტური არ ჩავარდეს.❗!!! ჩვენი გარანტი სწორედ ხარისხია.. დაგვიკავშირდით.!!!! ☎591 10 58 84
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
🚇პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება🚇 კერძოდ, შემცირდება ერთი საათით და ერთი წლის განმავლობაში მეტრო იმუშავებს დილის 06:00-დან 23:00 საათამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. „ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი. პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში ძველი კაბელები ჩანაცვლდება 450 კმ. თანამედროვე, ISO-ს სტანდარტის კაბელით. ასევე, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი", - განაცხადა მერმა. მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ჩატარდება.
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
ცნობილი ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს🇬🇪🤝🇺🇸 1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ტალღის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 300 ადამიანს არ აღემატებოდა, თუმცა ამ უმცირესმა დიასპორამაც კი დიდი გავლენა იქონია მთელი ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ის ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს: 🇬🇪 გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი 1904-1983 წწ. – ის იყო ამერიკელი-ქართველი ბალეტმაისტერი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ის მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. 🇬🇪ალექსანდრე ქართველიშვილი, იგივე ალექსანდრე ქართველი (1896-1974 წწ.) – ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი. პარიზის ავიაციის საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლისას მისმა შექმნილმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა (Bernar-Februa V-2) სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მის სახელს უკავშირდება ასევე ლითონის პირველი თვითმფრინავისა (З-35) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში შტატებისთვის გამარჯვების მომტანი ბომბდამშენის შექმნა (Republic P-47 Thunderbolt), რომელიც დღემდე მიიჩნევა მსოფლიო სამხედრო ავიაციაში სამაგალითო ნიმუშად. ალექსანდრე ქართველს ავიაციის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი გადასცეს. 🇬🇪 პრინცი გიორგი მაჩაბელი (1885-1935 წწ.) – ამერიკის შეერთებულ შტატებში პარფიუმერიის წარმოების ფუძემდებელი. მან დიდი პარფიუმერული საზოგადოება დაარსა ამერიკაში 1920-იან წლებში. პროფესიით იყო ქიმიკოსი, ასევე ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ის ამერიკაში ცნობილი გახდა როგორც პარფიუმერიის პრინცი, ამიტომ პრინც გიორგი მაჩაბელად იწოდებოდა. 🇬🇪 გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი (1883-1967 წწ.) – მან შეერთებულ შტატებს შეუქმნა სამედიცინო მინის მრეწველობა, ნაძვის ხის მინის სანთლები და ნაძვის ხის სათმაშოების წარმოება. მან 1919 წელს საკუთარი ქარხანა გახსნა მასაჩუსეტსში. 1922 წელს ფეხზე დააყენა თავისი საწარმო, რომელიც მას შემდეგ დღემდე ფუნქციონირებს – Coby Grass Products Company.კომპანიის პრესტიჟს და სახელს მატებდა წონას მისი დამაარსებლის – გიორგი კობახიძის მიერ დანერგილი 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტი. მაგალითად მან გამოიგონა წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი.ის პირველი ქართველი მულტიმილიონერი იყო ამერიკაში. მან ასევე შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები რომლებსაც მანამდე ანთებდნენ ნაძვის ხეებზე ამერიკელები. “კობი – ეს შობაა” ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე. 🇬🇪 კონსტანტინე (კონი) სიდამონ ერისთავი (1930-2012 წწ.) – ნიუ-იორკის ქართველი ვიცე-მერი. ნიუ იორკ თაიმსში ვკითხულობთ: “ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც. ღირსეული ადამიანი უმწიკვლო რეპუტაციით. უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი.” ბატონი რაილის თქმით სწორედ “კონი ერისთავის დამსახურებაა, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არა მარტო წყლები, არამედ მიწა, ნიადაგი და მთელი გარემო დაცულია.” მისი პატრონაჟით დამტკიცებული პროექტები ქალაქში ჯერ კიდევ მუშაობს. კონსტანტინე ერისთავმა 1994 წელს დააარსა ცნობილი ორგანიზაცია “საქართელოს ამერიკელი მეგობრები”, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ერს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ჰუმანიტარული კუთხით და ეს დახმარება დღემდე გრძელდება.
თიკო (Tiko) ჯავრიშვილი (Javrishvili)
Tbilisi · 1 year ago
#BMG #Feedc-ის შესახებ... Feedc–ი ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი სოციალური ქსელია, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაა. სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, უკვე არსებული სოციალური ქსელებისგან გასხვავებით, არამხოლოდ მისი მეგობრები, არამედ ის ადამიანებიც ნახავენ, რომლებიც პოსტის გამოქვეყნების დროს 5 კილომეტრის რადიუსში იმყოფებიან. როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი ნიკო კვარაცხელია ამბობს, სოციალური ქსელი ყოველდღიურად ვითარდება და მას ახალი შესაძლებლობები ემატება. ამასთან, Feedc-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მოიწონონ, ან არ მოიწონონ ესა თუ ის პოსტი. პოსტი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, ქვეყნის ყველაზე საინტერესო სიახლეებშიც აღმოჩნდება. "Feedc-ი არის სოციალური ქსელი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად გააზიაროთ და მიიღოთ ინფორმაცია. იმით განსხვავდება სხვა სოციალური ქსელებისგან, რომ Feedc-ზე რასაც დაპოსტავთ, პოსტს ხედავს ყველა, ვინც თქვენს ქალაქშია. ყველა ქალაქს, სოფელს და ქვეყანას აქვს თავისი ე.წ "ფიდი", სადაც ამ ლოკაციაზე მიმდინარე ყველაზე საინტერესო ამბები ხვდება. ყველაზე მთავარი "ფიდი" არის მსოფლიო, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ყველაზე საინტერესო და საუკეთესო პოსტები შეგიძლიათ ნახოთ", - აღნიშნავს ნიკო კვარაცხელია.