ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გაზი გარსიამ, ფსევდონიმით Lil Pump, ცნობილი იტალიური ბრენდის, Gucci-ის

0
ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გაზი გარსიამ, ფსევდონიმით Lil Pump, ცნობილი იტალიური ბრენდის, Gucci-ის მიერ შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული 25 000-დოლარიანი ველოსიპედი იყიდა. ონლაინ გამოცემა Page Six წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რეპერი მის შესაძენად მაიამიში მდებარე მაღაზიას TheArsenale ეწვია, რომელიც მხოლოდ ძვირადღირებული საქონლის რეალიზაციას ახდენს. ► ნახეთ: Lil Pump იმ კლიპს ავრცელებს, რომლის გადაღებებზეც გველმა უკბინა ► Lil Pump-მა ბილი აილიში ინსტაგრამზე ჩართვისას პაემანზე დაპატიჟა, რაზეც უარი მიიღო "მან თქვა, რომ $2, 5-მილიონიანი წყალქვეშა ნავის შესათვალიერებლად დაბრუნდებოდა. როგორც ჩანდა, ნახევრად ხუმრობდა. იმასაც ამბობდა, შესაძლოა, იატაკქვეშეთში დამჭირდეს ჩასვლაო", - ციტირებს Page Six წყაროს. ინტერნეტში ლილ ფამფისა და მისი ახალი ველოსიპედის ფოტოებიც გავრცელდა.  ლილ ფამფმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Lil Pump ჩაუშვა. ნამუშევრის მთავარი ტრეკი სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Gucci Gang გახლავთ. 2019 წლის თებერვალში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Harverd Dropout გამოაქვეყნა.
#feedcgrant
Feedc
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
0