0
??? საერთაშორისო კონკურსზე „First Global“-ზე გასამგზავრებლად რობოტი მზია ემზადება. შარშან საქართველოს ნაკრებმა და რობოტმა ვანომ 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავეს. წელს კი - "ვანოს" შედეგის გაუმჯობესებას "მზია" შეეცდება. წლევანდელი კონკურსი დუბაიში, ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება და მისი თემა ოკეანის დაბინძურებაა. მონაწილეებს ევალებათ, შექმნან რობოტები, რომლებსაც ნარჩენების შესრუტვა და გადამამუშავებელ პუნქტში წაღება შეეძლებათ. თამაშში ოკეანის ნაცვლად, მწვანე მოედანია მოწყობილი, სადაც ნარჩენების იმიტაციას ბურთები წარმოადგენს. საქართველოს გუნდი რობოტზე ოთხი თვეა მუშაობს. ის „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის“ 16-17 წლის მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. გუნდის ყველა წევრი რობოტიკით და ინჟინერიით არის დაინტერესებული, მათი ნაწილი კი გასულ წელს რობოტ ვანოს შექმნაშიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ რობოტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და გუნდის წევრები First Global-ისთვის თითქმის მზად არიან, არის ერთი პრობლემა - დაფინანსება. გუნდის ხარჯების ნაწილი ამერიკულმა აკადემიამ და „თიბისი სტატუსმა“ დაფარა, თუმცა კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო თანხა სრულად ჯერ კიდევ არ შეუგროვებიათ, ამისთვის კი ორი კვირაღა დარჩათ. მიუხედავად იმისა, რომ First Global-ის ვებგვერდზე დონაციის გაკეთება შესაძლებელია, ფინანსების მოძიება მაინც გართულდა. ❗️❗️❗️ დონაციის გაკეთება: https://first.global/2019-nations/georgia-2019/?fbclid=IwAR3RdotrQkZq7rhiMuzt2YWlJkOIaOhNoJno5fe-nZRSFLb5QHZwnj5izxU
0