18 votes
1 comments
shares
Save
6 reads
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

? “რაც უფრო მაგრად ვაჭერ აქსელერატორს, მით უფრო ვპოულობ ჩემს თავს. მე ყოველთვის ვეძებ შემდეგ ნაბიჯს, შემდეგ სამყაროს რომ შევიდე იქ, რომელშიც აქამდე არასოდეს ვყოფილვარ."

? დღეს ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა ??

აირტონ სენა 1994 წლის 1 მაისს, ქალაქ იმოლაში (სან-მარინო) რბოლისას დაიღუპა, იგი 330 კმ/სთ მიჰქროდა, რა დროსაც ტრასიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.

საბედისწერო 1994 წელს კი, 34 წლის აირტონ სენამ კონტრაქტი Williams-Renault-თან გააფორმა, რა დროსაც მან განცხადება გააკეთა მის ახალ მანქანაზე და ფორმულა 1-ის განახლებულ წესებზე: “ეს იქნება ბევრი ინციდენტის და უბედური შემთხვევების წელიწადი, და გავრისკავ და ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლებს თუ გადავრჩებით”.

მისი გარდაცვალება მსოფლიო სპორტისთვის დიდი ტრაგედია გახდა, ბრაზილიაში კი საშინელება ხდებოდა, მხოლოდ ცრემლები და გლოვა, აირტონ სენას გადმოსვენებისას კი სან-პაულოს ქუჩებში 3 მილიონი ადამიანი გამოვიდა.

“მე ძალიან პრივილეგირებული ვარ, ყოველთვის ძალიან კარგად ვცხოვრობდი. მაგრამ ყველაფერი რაც ცხოვრებაში მივიღე, ჩემი მიზნებისა და სწრაფვის დამსახურებაა. ყოველთვის მოგების დიდი სურვილი მქონდა, მოგების ცხოვრებაში და არა მხოლოდ ტრასაზე. ყველას ვისაც ეს გამოუცდია, ან ყველას ვინც ახლა ამ ეტაპზეა მინდა ვუთხრა, რომ რასაც არ უნდა წარმოადგენდეთ ცხოვრებაში, იქნებით ყველაზე მაღალ თუ დაბალ წერტილზე, ძალიან დიდი ძალა და რწმენა უნდა გამოაჩინოთ და ძალიან ღრმად გწამდეთ ღმერთის. ერთხელაც შენ მიაღწევ შენს მიზნებს და წარმატებას.” – აირტონ სენა

სენა ძალიან მორწმუნე კათოლიკე იყო და ბიბლიას ხშირად კითხულობდა. მისი საფლავის ქვაზე კი შემდეგი ეპითეტი წერია:“Nada pode me separar do amor de Deus” – რაც ქართულად ნიშნავს:“ვერაფერი განმაშორებს ღმერთის სიყვარულისგან”. მან საქველმოქმედო ფონდებში რამდენიმე მილიონი დოლარი გადარიცხა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი აირტონ სენას ინსტიტუტი დააარსა, რომელიც ბრაზილიის მასშტაბით უამრავ ადამიანს ფინანსურად ეხმარებოდა. სენამ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს შთააგონა თუ რას ნიშნავს შრომა და სპორტის სიყვარული. ის ცხოვრობდა და ამით ბედნიერი იყო.

“ერთ დღესაც, გასაჭირში ყოფნისას, თქვენ გგონიათ რომ თქვენს ბრძოლასაც აქვს საზღვარი, თქვენ ეხებით ამ საზღვარს და უმალ ცდებით მას და აწყდებით ახალ საზღვარს და კიდევ ფიქრობთ რომ სწორედ ეს არის უკანასკნელი საზღვარი. მაგრამ სინამდვილეში თქვენ კიდევ შეგიძლიათ მას გადააბიჯოთ და უფრო წინ მყოფ საზღვარს მიადგეთ, თქვენი ჭკუით, ძალით, გამბედაობით, ინსტიქტით და გამოცდილებით თქვენ შეგიძლიათ იფრინოთ ძალიან მაღლა” – აირტონ სენა.


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
18
Write a comment