ეკოლოგია და გარემოს დაცვა

0
"ეკოლოგია" oikos — სახლი, გარემო, და logos — შეცნობა, სწავლა) — ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
ტერმინი „ეკოლოგია“ ზოგჯერ ცნება გარემოს დაცვის აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
არსებობს ტერმინ "ეკოლოგიის" კიდევ რამდენიმე განმარტება: 1)ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ. 2)ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა. 3)ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა. 4)ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.
ეკოლოგიას ასევე აქვს რამოდენიმე დარგი: 1)ანთროპოეკოლოგია - ადამიანის ეკოლოგია 2)გარემოს დაცვა - გამოყენებითი ეკოლოგია 3)გეოეკოლოგია 4)დინამიური ეკოლოგია 5)ზოგადი ეკოლოგია - ბიოეკოლოგია 6)სოციალური ეკოლოგია ზოგადად ეკოლოგია
21-ე საუკუნის ერთ–ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და  დაბინძურება, ეს სწორედ  ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს. ასევე  ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, მეურნეობის მრავალდარგობითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით. საყურადღებო და მნიშვნელოვანია დაბინძურებისგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხი, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი ჰაერი კანონით დადგენილ ნორმაზე მეტ ტოქსიკურ ნაერთებს შეიცავს.
ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მეტად საქართველოს დიდი ქალაქები გამოირჩევა, ამის ძირითადი მიზეზი კი ავტოტრანსპორტისა და მსხვილი საწარმო ობიექტების გამონაბოლქვია.ზოგადად ეკოლოგიური საფრთხეების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ხომ ზუსტად ეს გამონაბოლქვია. როგორც ცნობილია ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევაში 62-78% – ს შეადგენს. დამაბინძურებელი ნივთიერებების  გამოყოფას ხელს უწყობს, როგორც ავტომობილის ტექნიკური პრობლემები, ისე საწვავის დაბალი ხარისხი. გასათვალისწინებელი და საყურადღებოა, რომ დაბინძურებული გარემო და ჰაერი პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია იზრდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რიცხვიც. შესაბამისად საუბარია იმაზე, რომ თბილისში სისხლძარღვებისა და ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. დედაქალქში   ჰაერს განსაკუთრებით  სმოგი აბინძურებს, ის კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. ბუნებრივია ამის მთავარი მიზეზი დღეს არსებული ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩებია. ეკოლოგიური პრობლემები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარების დონეზე. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ქვეყნებს სხვადასახვა გარემოსდაცვითი პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ და მათ მოსაგვარებლადაც სწორედ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება დასჭირდეთ. რაც უფრო ინდუსტრიულად განვითარებულია  ქვეყანა, მით მეტია  ნარჩენის წარმოქმნის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების რისკი,  ხოლო ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, გარემოს სხვა მხრივ ადგება ზიანი, კერძოდ, ბუნებრივი რესურსის გადამეტებული მოხმარებით. მაგ: ტყეების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება და ა.შ., რაც სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. სამინისტროს ამოცანაა იზრუნოს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, არსებული რესურსებით, მაქსიმალურად აიცილოს გარემოზე ისეთი ზიანის მიყენება, რასაც გამოუსწორებელი შედეგები ექნება შემდგომი თაობებისთვის. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა აუცილებელ კავშირში უნდა იყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკის განვითარებასთან. გარემოს დაცვა და ეკონომიკის განვითარება სწორედ ადამიანის კეთილდღეობას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ თითოეული დამოუკიდებლად განიხილებოდეს, ან ერთმანეთს უპირისპირდებოდეს.  საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სამრეწველო ობიექტებიდან და სოფლის მეურნეობის დარგებიდან.  ადამიანი სხვა ორგანიზმების მსგავსად, თავის საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.ეს ურთიერთობა რთულია, რომელიც ევოლუციის პარალელურად მუდმივად იცვლებოდა და იცვლება დღესაც.დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ენერგოაღჭურვილობასაც, რომელიც საზოგადოების განვითარებისშესაბამისად იცვლებოდა:ადამიანის საკუტარ ენერგიას შინაური პირუტყვის ენერგია ცვლიდა, მას კი-ქარისა და წყლის ენერგია, შემდეგ დენთის და ორთქლის ენერგია, ელექტროენერგია, ატომის ენერგია.  ანთროპოგენური ფაქტორები და გარემოს ცვლილება, საზოგადოების ადრეულ საფეხურზე, სხვა ბუნებრივ ფაქტორებთან შედარებით, იგი სუსტი იყო, შემდეგ თავისი მაშტაბებით და მნიშვნელობით გაუტოლდა მათ და გადააჭარბა კიდეც.
ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და მთლიანად ეკოლოგიას. გარემო, ეს ის ადგილია სადაც ჩვენ- ადამიანები ვცხოვრობთ და თითოეულს გვჭირდება სუფთა გარემო და გაწმენდილი ჰაერი. იმისათვის, რომ ოდნავ მაინც ვიყოთ დაცულები თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ ჩვენ თავად უნდა მოვუფრთხილდეთ გაფემოს, ეკოსისტემას.
#დაიცავიგარემოშენსგარშემო
#ადაპტირებულიგარემო
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები
#feedcgrant
#feedc
#გარემოსდასაცავად
#იზრუნეგარემოზე
#გარემო
#ეკოლოგია
#გარემოსდაბინძურება
#გარემოსდაცვა
0