0
ის, რომ გია ვოლსკი კარგა ხანია, ასტრალში და სხვა სამყაროში ცხოვრობს, ახალი ამბავი არ არის. დიახ, ვოლსკი ის პოლიტიკოსია, რომლის პროგნოზები და პოლიტიკური ხედვები არასოდეს მართლდება. ალბათ, ამიტომაც ჩამოალაბორანტეს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნობიდან „ოცნების“ პარტიებთან ურთერთობის მდივნად დანიშნეს. ზოგადად, ამ პიროვნებაზე, როგორც პოლიტიკოსზე საუბარი, კომიკურია, რადგან ხშირად აკეთებს არაადექვატურ განცხადებებს. აი, ახლაც, გამოხტა და განაცხადა, არც „თაიმერი“ გამიგია და იმასაც გამოვრიცხავ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ დაინიშნოსო. ბატონო გია, ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნება და თქვენი პოლიტიკური კარიერისთვისაც უკვე ჩართულია თაიმერი. ალბათ, ამიტომ, არ გინდათ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ რას იზამთ, თქვენმა მატარებელმა კარგა ხნის წინ ჩაიარა და ამას უნდა შეეგუოთ! ახლა, რაც შეეხება იმას, „თაიმერი“ გაგიათ თუ არა. გაგიგიათ და ძალიან კარგადაც გაგიგიათ. თუ პოლიტიკური ამნეზია დაგემართათ, მაშინ გაგახსენებთ, რომ ე.წ. „ნარუშილოვკების“ სკანდალი სწორედ „თაიმერმა“ გახეთქა და ამის გამო თქვენი ხელისუფლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა! ისე, ალავიძეც, კვირიკაშვილიც, შონია-გოგიას კლანი და კიდევ ბევრი სხვაც თქვენნაირად მღეროდა, „თაიმერი“ არ გაგვიგიაო, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, „თაიმერს“ მარტო კულუარული ინფორმაციები კი არ აქვს, არამედ, ამ ინფორმაციების ანალიზიც შეუძლია. ამიტომაც, ჩვენს მიერ გავრცელებული მასალა ყოველთვის უტყუარია და ახლაც ელოდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ჩატარების შემდეგაც თქვენი არსებობა ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მეტს აღარავის ემახსოვრება! „თაიმერი“ კი დიდხანს, ძალიან დიდხანს იქნება და საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციასაც მიაწვდის! ასე რომ, ბატონო გია, თქვენი დრო წავიდა და ამას შეეგუეთ! ბერდია კალანდია 30.04.2019
0