11 votes
0 comments
0 shares
Save
71 views
სულხან დუმბაძე
Batumi · 8 months ago

საკონსტიტუციო განხილვები!


სულხან დუმბაძე
Batumi · 8 months ago
Similar Posts
სულხან დუმბაძე
Chakvi · 10 months ago
დავით გაბაიძე • Davit Gabaidze
დავით გაბაიძე • Davit Gabaidze
დავით გაბაიძე • Davit Gabaidze
Interworld
Tbilisi · 5 days ago
სომხეთის პრეზიდენტსა და ფაშინიანის ხელისუფლებას შორის სასამართლოზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 7 ივლისს, „საკონსტიტუციო რეფორმირების კომისიის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მიიღეს იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა, ზემოხსენებული კომისიის თავმჯდომარემ, სომხეთში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენელმა ეღიშე კირაკოსიანმა, კომისიის წევრებმა - ანაიტ მანასიანმა და არმენ მაზმანიანმა, ასევე ორგანიზაცია „სომეხ იურისტთა ასოციაციის“ უფროსმა კარენ ზადოიანმა და ორგანიზაცია“ ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის“ ხელმძღვანელმა დანიელ იოანისიანმა. შეხვედრის პროცესში, ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას და მიესალმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივას მსგავსი კომისიის შექმნის თაობაზე. სარქისიანის თქმით, აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვება მისი ადმინისტრაცია და ზოგადად საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი დისკუსიების მნიშვნელობას და მოქალაქეთა ფართო მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. მისი თქმით, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, დოკუმენტის იურიდიულ შედგენამდეც კი. სარქისიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა კომისიის წევრთა მოსაზრებაზე, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით. „ვცდილობ ნეიტრალური პრეზიდენტი ვიყო. თქვენი სურვილიც არის, რომ ქვეყნის პირველი პირი არ იყოს პარტიული, მემარჯვენე ან მემარცხენე, არამედ იყოს ადამიანი, რომელსაც საკუთარი უფლებამოსილების სწორად განხორციელება შეუძლია. კრიზისულ სიტუაციაში შუამავლობის განსახორციელებლად აუცილებელია მიმდინარე მოვლენების ცენტრში ყოფნა. ეს საკმაოდ რთულია და შესაძლოა პირდაპირმა არჩევნებმა ამ პროცესს ხელი შეუწყოს“, - განაცხადა სარქისიანმა. რაც შეეხება რეფერენდუმს, იგი ხალხის ნების გამოხატვის მომხრეა. სომხეთის პრეზიდენტის მოსაზრებით აუცილებელია ისეთი შემაკავებელი მექანიზმების შემუშავება, რომელიც პირველ პირს თავიდან აარიდებს გამოუვალ სიტუაციაში ყოფნას, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე არაერთხელ მოხდა. სარქისიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობით, პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს და პარლამენტი ირჩევს მას. შესაბამისად, არ უნდა იყოს ის მოცემულობა, რომ ქვეყნის პირველი პირის ხმას უმნიშვნელო ფუნქცია ჰქონდეს. სახელმწიფოს მეთაურის მოსაზრებით, კარგი ვარიანტი იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატებიდან სამს პრეზიდენტი, სამს მოსამართლეთა კოლეგია და კიდევ სამს საკანონმდებლო ორგანო დანიშნავს. პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა 30 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანს განუცხადა, რომ იგი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან შესწორებებს/ცვლილებებს ხელს არ მოაწერს. სამშაბათს, 30 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს ამ კონკრეტულ თანამდებობის პირთა საქმიანობის, სამსახურის გავლისა და სოციალური გარანტიების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დანიშვნის სამართლებრივი პროცედურის თაობაზე. წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე წარდგენის პროცედურა (ცვლილებების მიღების შემდეგ) უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით - ჯერ აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა) წარადგენს კანდიდატს, შემდეგ პრეზიდენტი და ბოლო მოსამართლეთა გენერალური ასამბლეა; ამჟამინდელი მოცემულობით რიგითობა ასეთია: ჯერ პრეზიდენტი, შემდეგ მოსამართლეთა გენერალური ასამბლეა და ბოლოს მთავრობა. კანონპროექტზე ხელმოწერაზე უარის თქმით, პრეზიდენტი აჩვენებს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და როგორც ინსტიტუცია, უარს ამბობს ამ პროცესში მონაწილეობაზე. სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 129-ე მუხლის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს ამა თუ იმ კანონზე ხელმოსაწერად 21 დღე აქვს და თუ ამ ვადაში იგი ამას არ გააკეთებს, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში განაცხადებს ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებაზე და კანონი მაინც შედის ძალაში (სპიკერი მოაწერს ხელს). მანამდე, მმართველმა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ კენჭი უყარა (და მიიღო) ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დაუყონებლივ გათავისუფლებას და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს. საკითხის სპეციალისტთა მოსაზრებით, განხორციელებული ცვლილება რიგი სამართლებრივი დარღვევებით იქნა მიღებული. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, არარატ მირზოიანის 8 ივლისის განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მას პრეზიდენტთან ჯერჯერობით არ უსაუბრია. პარლამენტის სპიკერის თქმით, იგი მოხარული იქნება ხელი მოაწეროს კანონს, იმ შემთხვევაში თუ მას ამის შესაძლებლობა ექნება. „აქტიურად ვადევნებ თვალს საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიებს. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ იმ მომენტიდან, როდესაც პრეზიდენტმა კანონზე ხელი არ მოაწერა, მაქვს უფლება მე გადავდგა ეს ნაბიჯი. მეორე ნაწილის მოსაზრებით, გამოგზავნილი წერილის მიუხედავად, ქვეყნის პირველ პირს 21 დღე აქვს გადაწყვეტილების შესაცვლელად და კანონზე ხელმოსაწერად. დაველოდოთ ამ პერიოდის გასვლას და თუ ამ ხნის შემდეგ სამართლებრივი შესაძლებლობა გამიჩნდება, აუცილებლად მოვაწერ ხელს კანონს“, - აღნიშნა მირზოიანმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #president #head #of #parliament #constitutional #court #interworld ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#ახალიამბები #პოლიტიკა
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში დღეს გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. განხილვა სატელევიზიო ფორმატში შედგება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ. როგორც ცნობილია, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო კომისია არის შექმნილი. „4 ივნისს გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს,რომ მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით დაუსვან კითხვები კომისიის წევრებს და მათ ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში გასცენ ამომწურავი პასუხები ჩვენს მოქალაქეებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი. მისივე თქმით, „კოვიდ 19“- ის გავრცელების გამო მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვალა და სწორედ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა რეკომენდაცის საფუძველზე დაიგეგმა, რომ საყოველთაო განხილვა არა საზოგადოებაში გასვლის გზით, არამედ ტელეკომუნიკაციის საშუალებით მოხდეს. მისივე ინფორმაციით, საერთო სახალხო განხილვები, ერთი თვის განმავლობაში უნდა შედგეს.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
შევეცდებით, რომ განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით - მდინარაძე
უმრაველსობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ შეფერხდეს. "დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი გამოწვევა ვირუსთან დაკავშირებული, არ გახდეს შეფერხების მიზეზი საკონსტიტუციო განხილვების. ამიტომ, რაც კი შესაძლებელი იქნება, დაჩქარებულ რეჟიმში ჩავატარებთ, მათ შორის, საყოველთაო სახალხო გახილვებსაც. შევეცდებით, რომ ეს განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით. მოგეხენებათ, რომ მინიმუმ ორ რეგიონში უნდა გაკეთდეს, ამიტომ, არ გამოვრიცხავთ, სავარაუდოდ გეუბნებით, რომ ტელეხიდების ან სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით დავსხდეთ, მოვუყვეთ საზოგადოებას იმ ტექსტის, იმ ცვლილებების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში და ამ გზით დავაზღვიოთ, რომ საკონსტიტუციო განხილვებს არანაირი შეფერხება არ ჰქონდეს" - თქვა მდინარაძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
დღეს, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, პროექტის განხილვა სატელევიზიო ფორმატში შედგება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 19:00 საათზე დაიწყება. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, შექმნილია საკონსტიტუციო კომისია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ. „4 ივნისს გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს,რომ მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით დაუსვან კითხვები კომისიის წევრებს და მათ ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში გასცენ ამომწურავი პასუხები ჩვენს მოქალაქეებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი. მისივე ინფორმაციით, საერთო სახალხო განხილვები, ერთ თვეს გაგრძელდება. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს პარლამენტის ონლაინპლატფორმების მეშვეობით.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
დავიწყებთ პოლიტპატიმრების ძებნას თუ ვიპოვით, მაშინ რეაგირება გვექნება ოპოზიციის მოთხოვნებზე-კობახიძე
ვიდრე განხილვები გაგრძელდება ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში, შემდეგ პარლამენტში, მანამდე პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, მაშინ ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე რეაგირება გვექნება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გადწყვეტილება იქნება მიღებული საორგანიზაციო საკითხებზე. საყოველთაო-სახალხო განხილვა სავარაუდოდ მასშტაბური არ იქნება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არის არსებითად განხილული. მინიმალისტური მიდგომით, დისტანციური საშუალებების გამოყენებით შევეცდებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ერთ თვეში დავასრულოთ, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვის დაწყების საშუალება გვექნება. რეგლამენტი იქნება დაცული, რაც მათ შორის იმას ნიშნავს, რომ გარკვეული გასვლები იქნება დასაგეგმი, რეგლამენტის ფარგლებში რაც გათვალისწინებულია. საყოველთაო-სახალხო განხილვას მინიმალისტური მიდგომით ჩავატარებთ. არ არის გამორიცხული, რომ დისტანციური კომუნიკაციების ფორმები გამოვიყენოთ. შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარება. მათ შორის, აჭარაში, ფორმაზე ვიმსჯელებთ. ვიდრე განხილვები გაგრძელდება ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში, შემდეგ პარლამენტში, მანამდე პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, მაშინ ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე რეაგირება გვექნება. შეთანხმება რაზეც იყო, შეთანხმების ტექსტში წერია. ტექსტში წერია, რომ ამ პროცესზე ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა გამორიცხული უნდა იყოს. შესაბამისად, მოკლებული ვართ საშუალებას, რომ ამ პროცესის პოლიტიკური გავლენა მოვახდინოთ. ეს დოკუმენტი სწორედ ამაზე მიუთითებს და არა საპირისპიროზე, რასაც ოპოზიცია ამტკიცებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
განხილვები შესაძლებელია ჩტარადეს ჩართვების, ონლაინ შეხვედრების, ტელევიზიის გამოყენებით-კაპანაძე
,,ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საკონტიტუციო საჯარო განხილვების გადადება საჭირო და მიზანშეწონილი არ არის. "განხილვები შესაძლებელია ჩტარადეს ჩართვების, ონლაინ შეხვედრების, ტელევიზიის, ტელეკონფერენციების გამოყენებით. ბუნებრივია, დღეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა და ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, განსაკუთრებული ზომები სჭირდება, რომლის შესაძლებლობასაც იძლევა დღევანდელი ტექნილოგია. ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და საჭიროდ ამის გადადება," - ამბობს კაპანაძე. ცნობისთვი, ​ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები 11 მარტს დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, საყოველთაო სახალხო განხილვები უნდა დაიწყოს.
სულხან დუმბაძე
Batumi · 8 months ago
სარფი, დედათა მონასტერი!
სულხან დუმბაძე
Batumi · 9 months ago
დინამო ბათუმი - ლოკომოტივი
სულხან დუმბაძე
Batumi · 8 months ago
შუახევი