ვინ იყვნენ გიგანტები ანუ ნიფილიმები- უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე

ByGi GaGeorgia
0
ამ ისტორიულმა ფაქტებმა ბევრი შეიძლება შოკში ჩააგდოს, ბევრმა არც დაიჯეროს რადგან ევოლუციის სიცრუის თეორიის ძალიან ბევრ ადამიანს მტკიცედ სწამს. ფაქტი კი ფაქტად რჩება პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში მხოლოდ 2004-2005 წლებში 200 ზე მეტი ადამიანი გიგანტის ჩონჩხია ნაპოვნი და მათ შორის ყველაზე განსაცვიფრებელი 2007 წელს ინდოეთის ჩრდ. დას. პაკისტანის საზღვართან აღმოჩენილი ჩონჩხია რომლის სიმაღლე 15 მეტრზე მეტი უნდა ყოფილიყო!
ამ აღმოჩენამ შოკში ჩააგდო მთელი სამეცნიერო საზოგადოება მაგრამ სენსაციური აღმოჩენა მალევე გაასაიდუმლოეს. ბოლო დროს გაკეთებული აღმოჩენებიდან რომლის შესახებ სიუჟეტი ტელეეთერშიც გავიდა მექსიკის სამხ. ქალაქ ტაპალპაში 2015 წელს ნაპოვნი ადამიანი გიგანტის 1 მეტრიანი თავის ქალაა.
როდესაც მორიგი არქეოლოგიური თუ სხვა სამუშაოების შედეგად აღმოაჩენენ ხოლმე ადამიანების გიგანტურ ჩონჩხებს კვლავ ჩნდება კითხვები: მართლა არსებობდნენ თუ არა გიგანტები?! და თუ არსებობდნენ ბუმბერაზები ისინი ადამიანის მოდგმას განეკუთვნებოდნენ? თუ რაიმე სხვა რასას? მათ სხვადასხვა ცივილიზაციები სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებდნენ,
ბიბლიაში გოლიათები ანუ გიგანტები ნიფილიმებად (ძვ.ებრაულ ენაზე ნგრევა, რღვევა, გარყვნა) ისინი მიიჩნევიან ღვთის ვაჟების და ადამიანების ასულების შეუღლების ნაყოფად. ბიბლიაში გოლიათი ნიფილიმები სულ რამდენიმე ადგილას არიან ნახსენები (მაგ. დაბადება 6:1-4) * ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ კავშირში ადამიანების ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს, სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან* ასევე ნახსენებია დავითის შერკინება გოლიათთან, რომელიც მან შურდულის მოქნევით დაამარცხა და მუზარადი და თავი შუაზე გადაუპო. ბიბლიის მიხედვით ამ გოლიათის სიმაღლე 2. 77 სმ იყო მისი სამხედრო აბჯარი 420 კგ იწონიდა, ხოლო მახვილი 50 კგ-ს.
ასევე ადამიანი გიგანტების შესახებ ლეგენდები ინდიელებსაც მოეპოვებათ, დელავერელი (აშშ) ინდიელების ლეგენდის თანახმად ძველ დროში მისისიპის აღმოსავლეთით ადამიანი გოლიათები ცხოვრობდნენ რომლებიც მათ საკუთარ მიწაზე არ ატარებდნენ ბოლოს ინდიელებმა ომი გამოუცხადეს გოლიათებს და ის ადგილები დაატოვებინეს.
მსგავსი ლეგენდა აქვთ სიუს ხალხს (ინდიელები აშშ ჩრდ.შტატებში) რომელთა მიხედვით მათ მიწაზე თეთრი რასის გიგანტები მოვიდნენ ციდან რომლებიც მათ განდევნეს დიდი ბრძოლების შედეგად.
თანამედროვე მეცნიერება ხანგრძლივი დროის მანძილზე ადამიანის ევოლუციას იკვლევს და თითქოს თითქოს ყველაფერი ცნობილია თუმცა გათხრების დროს გამუდმებით პოულობენ ისეთ არტეფაქტებს რაც მეცნიერებს საგონებელში აგდებს. სხვადასხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია გოლიათების შესახებ რომლის მიხედვით ისინი თანამედროვე ადამიანისგან არაფრით განსხვავდებოდნენ გარდა დიდი ზომისა. მათ შესახებ გვხვდება ლეგენდები ინდიელების ტომებში:
სიუს ხალხი, აპაჩები შაუნები, შოშონები და ა.შ. ასევე ძველ ეგვიპტელებში პირამიდების კედლებში აღმოჩენილი არტეფაქტები
სადაც მათ ღმერთებად მოიხსენიებენ. თანამედროვე ევოლუციის თეორია უარყოფს რეალურ არტეფაქტებს, ისტორიულ სამეცნიერო ცნობებს, არქეოლოგიურ ნამარხებს და ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ რომ ვერ ხსნიან გოლიათი ადამიანების არსებობის ფაქტებს. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ იმის არსებობის აღიარება რასაც ვერ ხსნიან და არ იციან. რადგან ეს ისტორიული არტეფაქტები თავდაყირა აყენებს მათ ისედაც სიცრუეზე აგებულ ევოლუციის თეორიას. ევოლუციის თეორიას თუ დავუჯერებთ ადამიანის სიმაღლე კი არ შემცირდა დროთა განმავლობაში არამედ გაიზარდა. თუმცა ასეთი არქეოლოგიური არტეფაქტები იმაზე მეტყველებს რომ ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე მართლაც არსებობდნენ გოლიათი ადამიანები.
გიგანტიზმი ზოგადად რეალური და მეცნიერულად დამტკიცებული მოვლენაა. უამრავი არქეოლოგიური გათხრა არის იმის დამამტკცებელი რომ დედამიწაზე წარსულში ძალიან დიდი ზომის ცხოველები მცენარეები და ქვეწარმავლები ბინადრობდნენ. მაშ რატომ არ შეიძლება ასევე დიდი ზომის ადამიანებს ეარსებათ?! მითუმეტეს მაშინ როცა ამის საკმარისზე მეტი არქეოლოგიური მტკიცებულებები გაგვაჩნია?! ინფორმაცია ანომალური ზომის თავის ქალის Aნ ძვლების აღმოჩენის შესახებ არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი როგორც ამ ისე წინა საუკუნეებში.
1911 წელს ნევადის შტატში აღმოაჩინეს 3.5 მეტრის ზომის ადამიანის ჩონჩხები. გასული საუკუნის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში ფერმერმა აღმოაჩინა ადამიანის ფეხის ანაბეჭდი რომლის სიგრძე 1 მ. 28 სმ იყო.
არსებობს აზრი რომ გოლიათმა ქანს ფეხი დაადგა მაშინ როცა ის რბილი იყო ხოლო გამაგრების შემდეგ გრანიტად გადაიქცა. ამ ფეხის ანაბეჭდის მიხედვით მისი პატრონი 6 მეტრი უნდა ყოფილიყო. 1930 წელს აშშ უზენაესი სასამართლო ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის სარჩელს იხილავდა რომლის მიხედვით ვაშინგტონის სმიტსონის ინსტიტუტს ბრალი ედებოდა ათობით ათასი არტეფაქტის განადგურებაში (!) რომლებიც მე XX საუკუნის დასაწყისში 3-6 მეტრის ადამიანების ჩონჩხები და სხვადასხვა არტეფაქტების განადგურება მოხდა.
დედამიწაზე ადამიანი გიგანტების არსებობის თეორიაში სუსტი რგოლი ის არის რომ ჩვენს დროში თანამედროვე საცხოვრებელ პირობებში არა 5-6 მეტრის არამედ 2.5 მეტრზე მეტი სიმაღლის ადამიანის არსებობაც კი ძალიან რთულია და იშვიათი. მაგ. ნიდერლანდების სამეფოში 1616 წელს დაიბადა გოგონა რომელიც 9 წლის ასაკში უკვე 2 მეტრს შეადგენდა. იგი 17 წლის გარდაიცვალა. იმ მომენტში მისი სიმაღლე 2.57 სმ იყო. 34 წლის ასაკში რუსეთის იმპერიაში გარდაიცვალა ვინმე ფიოდორ მახნოვი რომლის სიმაღლე გარდაცვალების მომეტში 2.85 სმ იყო. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ გიგანტიზმით დაავადებული ადამიანები 40 წლამდე ვერ ცოცხლობენ
ამის მიზეზი არის გრავიტაციის მაღალი დონე და ჰაერში ჟანგბადის ნაკლები მოცულობა. ძლიერი გრავიტაციის პირობებში გიგანტიზმით დაავადებულ ადამიანებს სისხლის მიმოქცევის პრობლემები ექმნებათ. ტვინი ჟანგბადით ცუდად მარაგდება და ეს იწვევს გულ სისხლძარღვთა დაავადებებს. თუმცა არსებობს მოსაზრება რომ ათი ათასობით წლის წინ დედამიწა სხვანაირი იყო. მაშინ გრავიტაცია ნაკლები იყო ხოლო ჰაერში ჟანგბადის დონე 50 % ით მაღალი. ასეთ პირობებში კი თავისუფლად შეიძლებოდა ეარსებათ გიგანტებს და მაშინ პირიქით თანამედროვე ადამიანს გაუჭირდებოდა არსებობა. ამ თეორიის დასამტკიცებლად მეცნიერებმა ექსპერიმენტიც ჩაატარეს და ფიზიკოსებმა იმიტირებული გარემო შექმნეს სადაც ჟანგბადის დონე 50 % ით გაზარდეს და ამ გარემოში დათესეს პომიდორი, სამ თვეში პომიდორის სიგრძე პალმის ხეს გაუთანაბრდა ხოლო პომიდვრის ნაყოფი ქოქოსის ხელა გახდა! ამან დაამტკიცა ფაქტი რომ ასეთ პირობებში არა მარტო ადამიანი არამედ მცენარეებიც და ცხოველებიც მათ შორის ქვეწარმავლები და რეპტილიებიც იარსებებდნენ.
ასე რომ ასეთ პირობებში 15-20 მეტრის სიმაღლის დინოზავრების არსებობა სავსებით რეალური უნდა ყოფილიყო. ასეთ გარემოში სუსტი გრავიტაციის და ჰაერში მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში ადამიანი გიგანტებიც მშვენივრად იარსებებდნენ... იმის მტკიცებად რომ ადამიანები დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ 1969 წელს აღმოჩენილი ნაკვაკევიც ადასტურებს მდ. პალუქსის (ტეხასი) კალაპოტში აღმოაჩინეს დიდი ზომის ადამიანის ფეხის კვალი და მის სიახლოვეს კიდევ ერთი კვალი მაგრამ არა ადამიანის არამედ დინოზავრის. მათი გეოლოგიური ასაკი თითქმის იდენტურია. 1877 წელს მაღაროელებმა ოქროს საბადოზე ნევადის შტატში აღმოაჩინეს მუხლს ზევით გადატეხილი ფეხის ძვალი. ის კლდეში იყო ჩამარხული, როდესაც ქანებისგან გაანთავისუფლეს მიხვდნენ რომ უჩვეულო რამ აღმოაჩინეს და ქალაქში ჩაიტანეს. ყველაზე საინტერესო ამ აღმოჩენაში ის იყო რომ ძვლის სიგრძე მუხლიდან ტერფამდე 97 სმ იყო.
რაც იმას ნიშნავს რომ ამ კიდურის პატრონის სიმაღლე სიცოცხლეში 3მ 60სმ იქნებოდა. ხოლო როგორც კვლევებით დადსსტურდა კვარციტის ასაკი რომელშიც ეს ძვალი იპოვეს 185 მლნ წლის წინანდელი ანუ იურული პერიოდის (!) დროინდელი. 1971 წელს კუინზლენდელმა (ავსტრალია) ფერმერმა შემთხვევით აღმოაჩინა ადამიანის დიდი ზომის ყბა 5 სმ კბილებით. ხოლო ახალ ზელანდიაში 70სმ მეტრიანი თავის ქალა(!)
ადამიანი გიგანტების სამარხები და არტეფაქტები საქართველოშიც აღმოაჩინეს კერძოდ 2008 წელს ხარაგაულის ტყე-პარკში მწყემსებმა საქონელი იმ გზით წაიყვანეს სადაც აქამდე არასდროს გაევლო ადამიანს და გამოქვაბულს მიადგნენ სადაც იპოვნეს ადამიანის თავის ქალა რომლის ზომა 3 ჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანის თავის ქალას. 2011 წლის სექტემბერში ბორჯომის ხეობაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გოლიათების უძველესი დასახლება რომელიც 25.000 წლით დაათარიღეს. ქართულ მითოლოგიაში გიგანტები მოხსენიებული არიან როგორც დევები. მათ დიდი ადამიანის მსგავსი ბალნიანი ტანი ჰქონდათ და იყვნენ ბოროტი ბრიყვი არსებები. 1914 წლის 28 ივნისს პერუს მთებში აღმოაჩინეს 11.7 მეტრიანი ჩონჩხი
ეგვიპტეში მეფეთა ველის
ტერიტორიაზე 1919 წელს აღმოაჩინეს 5 მეტრიანი ჩონჩხები ორი ნამარხი თიხის ქოთნებით და საბრძოლო აღჭირვილობით.
ასევე მექსიკაში 2015 წელს 6 მეტრიანი გიგანტის მთლიანი ჩონჩხი აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა მეცნიერებს ევოლუციის და დარვინის თეორიის მომხრე არქეოლოგებს არ აწყობთ მსგავსი ინფორმაციების და არტეფაქტების გახმაურება რადგან მათ ისედაც საეჭვო ევოლუციის თეორიას თავდაყირა აყენებს. რადგან რატომღაც 5 მეტრიანი გიგანტური ადამიანები არ ჰგვანან მაიმუნებს...
ByGi GaGeorgia
0