0
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ზანგო-2015 ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 84`172.00 ლარს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია ადგილზე გაეცნო . სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიიღონ პირველადი სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და შესაბამისად აღჭურვილ გარემოში.
0