0
საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N5 და N6 საჯარო სკოლებში „სკოლის სამკითხველო ოთახები“გაიხსნა, რომელიც განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენი“-ს მიერ საქართველოში ჩეხეთის საელჩოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. ორივე სკოლაში სამკითხველო ოთახები დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ამ დღესთან დაკავშირებით ადგილზე იმყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტერ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია , არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენი“-ს წარმომადგენლები და სხვა პირები.
0