ტექნოლოგია

0
XXI-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა რომელიც უბრალოდ არ წყვეტს განვითარებას დღითიდღე უფრო დახვეწილი და გამოყენებადი ხდება წარმოუდგენელია XXI-ე საუკუნის ადამიანის თუნდაც მომავლის ადამიანის მის გარეშე წარმოდგენა ტერმინი ტექნოლოგია პირველად შემოღებული იყო გერმანელი მეცნიერის იოჰან ბეკმანის მიერ 1772წელს. ტექნოლოგია არის მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი. ტექნოლოგიების განვითარების პროცესში გარდატეხა შეიტანა ისეთმა მოვლენებმა, როგორებიც იყო: ორთქლის ძრავის გამოგონება 1712 წელს, ელექტრობისა და შიგა წვის ძრავის გამოყენება 1800–იან წლებში, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონიკის განვითარება ბოლო ათწლეულებში, ასევე ატომური და კოსმოსური ტექნიკა და ტექნოლოგიები.
როგორც ზევით ვახსენე ტექნოლოგია დღითიდღე იმდენად ვითარდება რომ დღეს მას შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება მედიცინაშიც: სტომატოლოგია, ქირურგია, ტრავმაყოლოგია, ნეირო-კარდიო ქირურგია, ქიმიო თერაპია ფართოდ გამოიყენება და დიდ შედეგამდეც მიჰყავს ექიმები.
დღევანდელ რეალობაში ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა რთულად წარმოსადგენია მაშინაც კი როცა COVID 19 ისდროს ექიმების მთავარი რეკომენდაციას წარმოადგენს სახლში დარჩემა და საქმეების სახლიდან მართვა კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია დღეს კომპიუტერი რომელიც სახლში გვაქვს ბევრად განსხვავებულია პირველი კომპიუტერისგან ის უფრო კომპაქტური, კომფორტული და მოსახერხებელია
ზუსტად იგივე გზა გაიარა ინტერნეტმაც ჩვენამდე რომ ისე მოეგწია როგორიც დღეს არის ვგულისხმობ მეხუთე თაობის 5G ინტერნეტს მან გამოჩენისთანავე პანიკა და შფოთვა გამოიწვია ხალხის დიდ ნაწილში რა არის 5G და რას მოუტანს ის ადამიანს? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია.  მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის.
რისი გაკეთების საშვალებას იძლევა?  „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ანალიზის კომპანიაა.  წარმოიდგინეთ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სამძებრო-სამაშველო მისიას ასრულებს. იქნება ეს ხანძრის დროს გაწეული სამუშაო თუ სატრანსპორტო სისტემის მონიტორინგი. ამ ყველაფერს უსადენო ინტერნეტკავშირი სჭირდება, რომელიც დრონებს ერთმანეთთან და 5G სადგურებთან დააკავშირებს. 4G ინტერნეტის სიჩქარე საუკეთესო შემთხვევაში წამში 45მბ-ია ინდუსტრია იმედოვნებს რომ 5G-ის სიჩქარე 1გბ-მდე გაიზრდება და 10-20 -ჯერ სწრაფი იქნება წინა თაობის ინტერნეტზე რაც შეეხება თეორიას რომ ის ჯანმრთელობას ვნებს კვლევებით დამტკიცდა რომ აფსურდია ისეთ ქვეყნებში სადაც უკვე იყენებენ მაგ: სამხრეთ კორეაში არცერთი შემთქხვევა არ ყოფილა 5Gით დაზარალების პირიქით ერთი-ორად გაამარტივა ვირუსთან ბრძოლა და ონლაინ ცხოვრებაც. ტექნოლოგიის საჭიროებაზე წარსული ფაქტებიც მეტყველებს და ამდტკიცებს რომ მისი ცოდნა და სწორი გამოყენება ძალააა. მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ საიდუმლო დავალებას წარმოადგენდა გერმანელების კოდის გაშიფრვა და მათი კორდინატების დადგენა ალან ტიურინგის, ლეგენდარული მათემატიკოსის, კრიპტოლოგის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა მანქანა "ენიგმა", გერმანული კოდის, გასატეხად ენიგმა — გერმანული წარმოების პორტატიული ელექტრომექანიკური მანქანა, ის იყენებს როტორებს, უხმობს მათ ავიდნენ ცილინდრებზე ინფორმაციის კოდირებისათვის და\ან დეკოდირებისათვის. უფრო სწორედ, „ენიგმა“ — მანქანების მთელი ოჯახია, ვინაიდან არსებობდა მრავალი სხვადასხვა ვარიანტი.
ის იქნა გამოშვებული გაყიდვაში ევროპასა და მთელს დანარჩენ მსოფლიოში 1920 წლიდან. ის ასევე იყო გამოყენებული სამხედრო და დიპლომატიური დანიშნულებით არაერთ ნაციაში. ყველაზე მეტად მას იყენებდნენ გერმანელები და მათი მოკავშირეები, მეორე მსოფლიო ომში და მის დაწყებამდე. მიუხედავად იმისა რომ მეორე მსოფლიო ომამდე, მისი მომხმარებლების მიერ ის იყო განხილული როგორც ზუსტი, ინგლისელ კრიპტოლოგების შეეძლოთ ამ მანქანით დაშიფრული გზავნილების გაშიფრვა ელექტრომექანიკური ბომბებით. ამ წყაროს წყალობით მიღებულმა ინფორმაციამ საკმაოდ წინ წაწია ინგლისი ომში. ნავარაუდებია რომ ევროპის ბრძოლა დასრულდა ერთი წლით ადრე გერმანული კრიპტოანალიზის კოდის ხარჯით, რომელშიც საკმაო როლი ითამაშა ენიგმათი დაშიფრული ინფორმაციის გაშიფრვამ. თუმცა მანქანას ჰქონდა თავისი ნაკლებიც, დაშვებული ენიგმას გამომყენებელი დამშიფრველების მიერ, ისევე როგორც პოლიტიკოსების არასწორი ნაბიჯები, რომლებმაც შეამცირეს დაშიფრვის სირთულე.
#ასტროლოგია
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#ბიზნესი
#ხელოვნება
#ახალიამბები
Feedc
Feedc Community საქართველო
#feedcgrant
#feedcgrantproject
0