19 იანვარი

12
ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული.
მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს აღნიშნავს უდიდეს დღესასწაულს- ნათლისღებას, რომელიც ერთ-ერთია შვიდთაგანი წმინდა საიდუმლოდან ახალი აღთქმის მიხედვით. 
სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.
ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
აკაკი წერეთელი
ნათლისღება 
კურთხეული კიდით-კიდე მადლით ღელავს იორდანე,       შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს ერთად წმინდა იოანე. 
არემარეს, იქ მღელვარეს, მიმოავლო ლოცვით თვალი და იხილა შორით სერზე მგზავრი მშვიდად მომავალი. 
ერს შეჰყვირა: „აჰა, მოვალს! –და უჩვენა მგზავრი თითით,               -მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა,                                          ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“ 
მოახლოვდა მგზავრი, მდაბლად მოიკითხა იოანე...                  უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად, მეც განმწმინდე  და განმბანე“. 
ჩადგა წყალში იოანე,         ნათელს-სცემდა წმინდა წყლითა და იმავ დროს მტრედის სახედ გადმოვიდა სული-წმიდა. 
გილოცავთ ❤️❤️❤️🕊🕊🕊🕊
12