19 ნოემბერი

15
19 ნოემბერი სავსემთვარეობაა🌑🌕🌑🌕 რა უნდა ვიცოდეთ სავსემთვარეობისას :      
🌕 დამუხტეთ მთვარის ენერგიით ძვირფასი ქვები და ლითონები, რომლებიც გაქვთ და ხშირად იყენებთ - დააწყვეთ ისინი ისეთ ადგილას მთვარის შუქი რომ ენათებოდეს.                      
🌕 თავადაც შეისრუტეთ სავსე მთვარის სინათლე და ენერგია - ეცადეთ, მისი შუქის ქვეშ დიდი დრო გაატაროთ. ამით დიდი და თანაც დადებითი ენერგიით დაიმუხტებით. სახლის კარი, ან ფანჯარა ღია დატოვეთ.
🌕 სავსე მთვარის დროს კარგია თმის შეჭრა. მიიჩნევენ, რომ ის უარყოფითი ენერგია, რომელიც თმებში გროვდება, სწორედ ამ დროს უნდა მოიშოროთ თავიდან. მცირე ზომით შეჭრაც საკმარისი იქნება. 
19 ნოემბერს, ხშირ შემთხვევებში, დიდი ადამიანები იბადებიან. ისინი თავიანთ სფეროში წარმატებებს აღწევენ. ვიღაც დიდი მუსიკოსი გამოდის, ვიღაც - გამოჩენილი ფიგურა პროფესიულ წრეში. ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია თვითრეალიზება. ბუნებით მინიჭებული უნარებს განვითარება სჭირდება, ამიტომ ამ ადამიანებს ახლობლების დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
19 ნოემბერს დაბადებულები ბავშვობაში ხშირად ძალზე მერყევი არიან, საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ. ახალგაზრდობაში იძენენ მტკიცე მიზანსწრაფულობას, საკუთარი ძალების რწმენას. მაშინ იწყება კიდეც მათი კარიერა.
19 ნოემბერს დაიბადნენ:    
ინდირა განდი: “ ისტორია — საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით.”
ირაკლი ჩარკვიანი
ლარი კინგი                   
მართლმადიდებული ეკლესია აღნიშნავს პავლე მოციქულის ხსენების დღეს.🙏
ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ!
15