დასახელდა ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში

0
საქართველოს სარაგბო ნაკრები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს 6 მარტს გახსნის - თბილისის დროით 19:00 საათზე ლისაბონში, მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდება. სწორედ ამ მატჩით დაიწყება 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლი. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თამაშამდე ორი დღით ადრე დაასახელა ძირთადი და სათადარიგო შემადგენლობები. განაცხადში სამი ისეთი მორაგბე მოხვდა, ნაკრების მაისური აქამდე ერთხელაც რომ არ ჩაუცვამთ. პორტუგალიასთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებენ „რასინგ 92"-ის ბურჯი გია ხარაიშვილი, „ბრივის" მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და „აიას" მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე, გიორგი კვესელაძე, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, გელა აფრასიძე, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, ლაშა ჯაიანი, ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია; სათადარიგოები: შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, გია ხარაიშვილი, დავით გიგაური, ირაკლი ცხადაძე, მიხეილ ალანია, გიორგი ბაბუნაშვილი, დემე თაფლაძე.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31133760.html
#ახალი_ამბები
#twitter
0