შატილი

0
შატილი — სოფელი და სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე არღუნის ხეობაში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. თემის ცენტრი. შატილი საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა ქვეყნის ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. შატილის კომპლექსი პატარა მიწაზე, კლდოვან ფერდობზეა შეფენილი. სახლი სახლზეა მიდგმული, ქვედა სახურავი ზედას ეზოა და ა.შ. აქ სოფლიდან გამოუსვლელედ ყველა სახლში შეიძლება მოხვდეთ. ასეთ სახლებს ჩარდახიან სახლებს ეძახიან. შატილი საცხოვრებელი სახლების კომპლექსიცაა და ციხე-კოშკებისაც. ეს ფაქტობრივად ციხე-სოფელია. შატილის სახლები შეიძლება XVII საუკუნით ან XVIII საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს. 1970-იანი წლებში დაიწყო შატილის რესტავრაცია-ადაპტაცია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. შატილის ციხე-ქალაქში შემავალი ძეგლებია: ციხე-სახლები ანუ ქვითკირები კოშკური საცხოვრებლები (იგივე ციხე-სახლი, სიმაღლეში უფრო დიდი) კალოიანი სახლები საფეხვნო სამრევლო (ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნაგებობები) საბძლური, სალუდე
0