ათრაქა, რომელიც დავით აღმაშენებლის სიმამრი იყო - მისი ქალიშვილი ცოლად ყავდა დავით აღმაშენებელს - როგორც იცით, შემდეგ მან ჩამოასახლა უფრო სწორად ჩამოიყვანა სამხედრო კონტიგენტი ურდოს სახით, რათა გამოეყენებინა სელჩუკების წინააღმდეგ. ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, რადგან ყივჩაღები შუასაუკუნეებში არიან ყველაზე პოპულარული დაქირავებული მეომრები მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში. დავითის სიკვდილის შემდეგ ათრაქას ურდო დაბრუნდა სტეპებში ეს ამბავი ასე მოხდა : ათრაქას ყავდა ძმა სირჩანი , რომელიც დონზე ყივჩაღთა ურდოს ხანი იყო. სირჩანმა მას თავისი საყვარელი მომღერალი გამოუგზავნა, რომელმაც გადასცა, რომ ის უნდა დაბრუნებულიყო უკან სტეპებში ათრაქა კი თავიდან უარზე იყო, რადგან ის საქართველოში კარგად ცხოვრობდა ფუფუნებასი და არ უჩიოდა არანაირ საცხოვრებელ პირობებს. ამ დროს მომღერალმა ჯიბიდან სამყურა ბალახი ამოიღო, რომელიც სტეპებში ხარობს და მიაწოდა ათრაქას, როცა ათრაქამ შეიგრძნო ამ ბალახის სურნელი, თავისი სტეპის ბალახის, რომელსაც მიჩვეული იყო. გაუჩნდა სურვილი, რომ დაბრუნებულიყო უკან და შემდეგ ეს ყივჩაღთა ურდო დაბრუნდა უკან სტეპებში.