ავტობანზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა

0
აგარა-ხაშურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. მგზავრების ამოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით. 2020 წელს, 9 თვის განმავლობაში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 894 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება. მათგან 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით ოქმი 764 ფაქტზე დაიწერა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#ავარია
#goridaily
წყარო: qartli.ge
0