იმედსა და მაესტროზე მაუწყებლობა შეჩერდა!
იმედსა და მაესტროზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა.
დღეს, 28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. გარდა ამისა დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი.
საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).