ქართული ნაციონალიზმის განვითარების გზაზე მკვლევრები რამდენიმე ფაზას გამოყოფენ. პირველი ეტაპი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, მაშინ, როდესაც ნაციონალიზმი ევროპის ქვეყნებში ყალიბდება. საქართველოში ეს თერგდალეულთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას უკავშირდება. ეს ფაზა ჩვენთან მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდება ვიდრე სტალინიზმის ეპოქამდე.
20-იანი წლებიდან იწყება ე. წ. საბჭოთა ნაციონალიზმი, რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ ქვეპერიოდად: სტალინიზმის ეპოქის ქართული ნაციონალიზმი და 1956 წლის 9 მარტის მოვლენების შემდგომი ნაციონალიზმი. მეამე ეტაპი კი იწყება 1989 9 აპრილის მოვლენებიდან, რომელსაც პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმი ეწოდება და იგი დღემდე არსებობს.
აღნიშულ სტატიაში მიზნად ვისახავ განვიხილო სტალინიზმის ეპოქის ქართული ნაციონალიზმი კიდევ უფრო ვიწრო კონტექსტში. ვფიქრობ, სტალინიზმის ხანის ქართული ნაციონალიზმის ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია მეორე მსოფლიო ომმა. 1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ეს ომი საბჭოთა კაშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ „სამამულო ომად“ გამოაცხადა.
საბჭოთა იდეოლოგია მიიჩნევდა, რომ ეს ომი სამამულო იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ყველა ერისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც.
ომის დაწყების პირველ დღეებშივე შეიქმნა თვდაცვის სახელმწიფო კომიტეტი, რომლის სათავეში სტალინი იდგა. თავდაცვის კომიტეტის ხელში იყო მთელი სახელმწიფო ხელისუფლება. შესაბამისად კომიტეტის განკარგულებით დაიწყო ქვეყნის სახალხო მეურნეობის საომარ ყაიდაზე გარდაქმნა. „ქართველი ხალხი, საბჭოთა კავშირის ყველა ხალხთან ერთად, თავიდანვე ჩაება მტერზე გამარჯვებისათვის საყოველთაო-სახალხო ბრძოლაში“. საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილი, აქტიურად მონაწილეობდა ომში. საქართველოდან, რომლის მოსახლეობა ომის წინ 4 მილიონს არ აღწევდა, ჯარში გაიწვიეს 700 ათასი ადამიანი, მათგან დაახლოებით ნახევარი შინ არ დაბრუნებულა. ოფიციალურად გაწვეულ პირთა გარდა, ქართველი მამულიშვილები მოხალისეთა რიგებსაც ავსებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გერმანიასთან ომის დაწყების შემდეგ საბჭოთა ხელისუფელბამ დაიწყო ეროვნული სამხედრო ფორმირებების შექმნა. ეს კი გამიზნული იყო არარუს ხალხებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისათვის. ასე შეიქმნა წმინდა ქართული დივიზიები, როგორებიცაა 406-ე, 392-ე, 414-ე, 224-ე, 242-ე... რასაკვირველია ამ ტიპის სამხედრო ფორმირებების შექმნით საბჭოთა ხელისუფლება ქართველთა ნაციონალურ გრძნობებზე ზემოქმედებდა. ქართველთა ნაციონალური გრძნობები კარგად იქნა გამოყენებული განსაკუთრებით ქერჩთან და კავკასიის დაცვისთვის ბრძოლებში. ომის წლებში სახელი გაითქვა ბევრმა ქართველმა სამხედრომ. მაგალითად, გენერლებმა: კონსტანტინე ლესელიძემ, ვლადიმერ ნანეიშვილმა, პორფირე ჩანჩიბაძემ და სხვებმა. ქართველი გენერლების პოპულარობა ამძაფრებდა ნაციონალიზმის გამოვლინებასა და გამოხატვას. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ომის წლებში ქართული ნაზიონლიზმი საბჭოთა ხელისუფლების მიერ თავისი ინტერესების შესარულბლად იქნა გამოყენებული.
ომის მიწურულს ქართული ნაციონალიზმის უმაღლესი გამოვლინება სიმბოლურად გამოიხატა ქართველი ერის დამსახურებაში გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში. ცხადია, ვგულისხმობ 1945 წლის პირველ მაისს ბერლინში, რაიხსტაგის შენობაზე, მელიტონ ქანთარიას მიერ, რუს ეგოროვთან ერთად, გამარჯვების წითელი დროშის აღმართვას.
ამ ერთი შეხდვით სიმბოლური აქტიდან ნათლად ჩანს, ქართველი ერის წინ წამოწევა და შეიძლება ითქვას რუს ერთან გათანაბრების სურვილი და მისწრაფება. ეს კი სტალინიზმის ეპოქის ქართული ნაციონალიზმის თავისებური ფორმაა.
ომში გამარჯვება სახალხო დღესასწაულად იქცა. საბჭოთა კავშირი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვებას ყოველი წლის 9 მაისს აღნიშნავდა. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. ქართველებიც დიდი სიხარულით აღნიშნავდნენ ამ დღეს და იხსენებდნენ საკუთარ წვლილს ამ გამარჯვებაში. აი რას წერდა გაზეთი კომუნისტი თბილისში პირველი ომის შემდგომი 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით: „...მზის სხივებზე მოელვარე წითელი დროშები, დიდი სტალინისა და მისი თანამებრძოლების პორტრეტები, ლოზუნგები, პლაკატები. სიმღერა, მუსიკა, ცეკვა, მხიარული ჟრიამული იყო ყველგან. ქალაქი ზეიმობდა მტერზე გამარჯვების წლისთავს, ქალაქი უმღეროდა და დიდებით მოსავდა გმირ წითელ არმიას, გამარჯვებულ საბჭოთა ხალხს და მის ბელადს დიდ სტალინს.
ბერიას სახელობის მოედანი...
დიდი სიხარულისა და ზეიმის დღეს აქ ყოველთვის იყრიან თავს დედაქალაქის მშრომელნი... ზეიმობდა თბილისში გამარჯვების დღეს ყოველი მუშა, მოსამსახურე, ინტელიგენტი. ეს იყო ზეიმი ხალხისა, რომელმაც გადაიტანა ისტორიაში უმაგალითო ომის სიმწარე და უდიდესი გამარჯვების სიამე შეიტკბო“.
საქართველოში 9 მაისის აღნიშვნის საბჭოურმა ტრადიციამ საბოლოო სახე 1970-იან წლებში მიიღო, როდესაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო. ცხადია, ეს აღნიშვნა იმდროინდელ საკავშირო სტანდარტებს შეესაბამებოდა, თუმცა შესამჩნევი ადგილობრივი სპეციფიკით.
შევარდნაძემ უარი თქვა გმირთა მოედნის, როგორც საბჭოთა მეომრების ხსოვნის მთავარი მემორიალის ადგილზე და ასეთად ვაკის კულტურისა და დასვენების პარკი შეარჩია, რომელსაც გამარჯვების პარკი ეწოდა. 1975 წლის 9 მაისს სწორედ გამარჯვების პარკში გადმოასვენეს უცნობი ჯარისკაცის ნეშტი ქალაქ ქერჩიდან, სადაც იგი დაკრძალული იყო აჯიმუშკაის რაიონის ქვის სამტეხლოების ერთ-ერთ ძმათა სასაფლაოზე. გადმოსვენებისას გზაზე - ლესელიძეში, სოხუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში - საზეიმო-სამგლოვიარო მიტინგები გაიმართა. რატომ ქერჩიდან? - ქერჩისათვის ბრძოლებში უამრავი ქართველი (70 ათასი მებრძოლი) დაიღუპა, გარდა ამისა, ქერჩში იბრძოდა მე-18 საბჭოთა არმია, რომლის პოლიტსამმართველოს უფროსი საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი იყო. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლი ედუარდ შევარდნაძემ აანთო.
ქართული ნაციონალიზმი ფრონტის გარდა, მკაფიოდ ვლინდებოდა საქართველოს სსრ-ში. „სამამულო ომის პერიოდში ფართო გაქანება მიიღო სოციალისტურმა შეჯიბრებამ და მისმა ახალმა ფორმებმა“. ქართველ მშრომელებს უწევდათ გმირული შრომა, რათა ფრონტი მოემარაგებინათ სურსათითა და საჭირო ნედლეულით. გამორჩეულ მშრომელებს ენიჭებოდა სოციალისტური შრომის გმირის მაღალი წოდება. გლეხები კოლმეურნეობებში მუშაობით იცავდნენ მშობლიურ მიწა-წყალს. ამას ემატებოდა ახალგაზრდობის ანტიფაშისტური მიტინგები, რომლებზეც იხსენებდნენ საქართველოს დიად წარსულს. ახალგაზრდები ასე მიმართავდნენ ქართველ მამულიშვილებს: „დღეს ჩვენ კვლავ ვიმეორებთ შოთა რუსთაველის უკვდავ სიტყვებს: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.“. შოთა რუსთაველის გახსენება პირდაპირ უკავშირდება ქართული ნაციონალური გრძნობების გამოღვიძებას.
ქართულ ნაციონალიზმის და სტალინიზმის კავშირზე ზურაბ ქარუმიძე განმარტავს, რომ 1945 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი მთავრდებოდა, სტალინი ტაო-კლარჯეთის შემოერთებას აპირებდა.
და როგორც ამასწინათ ლაშა ბაქრაძისგან შევიტყვე, რაიკომის მდივანიც კი ჰყავდა დანიშნული იქ, გვარად მერკვილაძე. მაშინ პრესაში იბეჭდებოდა ცნობილი ისტორიკოსების – ნიკო ბრძენიშვილის, სიმონ ჯანაშიას სტატიები, ილო მოსაშვილმა პიესაც კი დაწერა ამ თემაზე. მოკლედ, დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ამასწინათ ეს ამბავი ახალგაზრდებს მოვუყევი, მათ, ვისთვისაც სტალინი მხოლოდ ნეგატიური ნიშნითაა აღბეჭდილი და ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ამ ამბავმა. ყველამ თქვა – ნეტავ, გაეკეთებინაო! როგრც ვხედავთ, ომმა ისტორიის გახსენება გამოიწვია და დაკარგული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების სურვილი ნაციონალურ სენტიმენტებს ამძაფრებდა.
ომის პერიოდში და მის შემდეგაც ქართული ნაცინალიზმი კულტურის სფეროშიც გამოიხატა. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ სწორედ 1943 წელს გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა გალაქტიონ ტაბიძის, მირზა გელოვანის, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძის, იოსებ გრიშაშივილის და სხვათა, ომის თემატიკაზე დაწერილი, ლექსები.
ომის წლებში გაცოცხლდნენ დიდი ქართველი მამულიშვილები და ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. კონსტანტინე გამსახურდიამ გამოქვეყნა ისტორიული რომანის „დავით აღმაშენებელის“ პირველი წიგნი. ომის წლებშივე შეიქმნა მხატვრული ფილმი „გიორგი სააკაძე“. გიორგი სააკაძის გმირის წინ წამოწევა შესაძლოა ფარული მინიშნება იყო დიდი ბელადის სტალინის, როგორც ქართველის, დამსახურებაზე ომის მოგებაში.
ამრიგად, შესწავლილი მასალების საფუძველზე დგინდება, რომ საბჭოთა კავშირის „დიდი სამამულო ომის“ მიმდინარეობისას მოხდა ქართული ნაციონალიზმის ახლად ფორმირება. ამჯერად, საქართველოს მოსახლეობაში საბოოლოდ დამკვიდრდა აზრი ქართველთა განსაკუთრებულობის შესახებ. ამავე დროს, ომის წლებში ქართული ნაციონალიზმი მნიშვნელოვნად საზრდოობდა სტალინის პერსონით.
ბიბლიოგრაფია
შ.მესხია, ვ.გუჩუა, საქართველოს ისტორია, მე-7-10 კლასებისათვის. თბილისი, 1968
ვ. გურული, საქართველოს ისტორია XX საუკუნე, თბილისი 2003
საქართველოს ისტორია 4 ტომად, ტ.4, თბილისი, 2012
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 8, თბილისი, 1980
ო.ჯანელიძე. საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია. თბილისი, 2009
ნინო ჩიქოვანი, სასწავლო კურსის რიდერი: ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია. მეხსიერების პოლიტიკა
ირაკლი ჩხაიძე, სასწავლო კურსის რიდერი: ქართული ნაციონალიზმის კულტურული კონტექსტი
#feedcgrant
Feedc
#მეცნიერება
#პოლიტიკა