ქუთაისში „ორმაისობის" ღონისძიების ფარგლებში, კლინიკა „ლჯ და კომპანიის - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ რეაბილიტირებული კორპუსი გაიხსნა.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, 2017 წლის სექტემბერში „ლჯ და კომპანიამ“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ფილტვისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი გახსნა.
2019 წელს კი, დასრულდა ტუბერკულოზის ძველი საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც კლინიკამ დამატებითი ვალდებულებები აიღო და ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
რეაბილიტირებულ კორპუსში განთავსდა 12 პალატა - 22 საწოლზე, მოეწყო ახალი კვების ბლოკი და განახლდა ამბულატორიული მომსახურეობის სერვისი.
შენობა მოყვანილი იქნა თანამედროვე სანიტარულ -ეპიდემიოლოგიური ნორმების შესაბამისობაში.