საინტერესო და უცნობი ფაქტები კოსმოსის შესახებ.

0
🪐ნეიტრონული ვარსკვლავები ძალიან სწრაფად ბრუნავენ, მათმა სიჩქარემ შესაძლოა წამში 600 ბრუნსაც კი მიაღწიოს ნეიტრონული ვარსკვლავები დიდი მასის მქონე ვარსკვლავების ევოლუციური გზის ერთ-ერთი ბოლო ეტაპია. ასეთი ვარსკვლავები სუპერნოვას შედეგად იბადებიან და ისინი ძალიან სწრაფად ბრუნავენ. დაბადების შემდეგ, მათი სიჩქარე წამში მინიმუმ 60 ბრუნია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მათი სიჩქარე წამში 600 ბრუნსაც აღწევს. 🪐კოსმოსში სრული სიჩუმეა ხმოვან ბგერებს გადასაადგილებლად გარკვეული გარემო სჭირდება, მაგალითად — ატმოსფერო. კოსმოსის უმეტესი ნაწილი კი ვაკუუმია, შესაბამისად, ვარსკვლავთშორის სივრცის უმეტეს ნაწილში სამარისებური სიჩუმეა. 🪐კოსმოსში წარმოუდგენლად ბევრი ვარსკვლავია ამ დროისთვის, რეალურად არც ვიცით, თუ სულ რამდენი ვარსკვლავია სამყაროში. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენი ვარსკვლავია ჩვენს გალაქტიკაში, შემდეგ კი ეს რაოდენობა გალაქტიკების სავარაუდო რაოდენობაზე გავამრავლოთ და მიახლოებითი პასუხი ასე გავიგოთ. ავსტრალიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ სამყაროში, სავარაუდოდ, 70 სექსტილიონი ვარსკვლავია. სექსტილიონი რიცხვია, რომელსაც 21 ნული აქვს. 🪐აპოლოს ასტრონავტების მიერ დატოვებული ნაფეხურები მთვარეზე მინიმუმ 100 მილიონი წლის განმავლობაში დარჩება. 🪐დედამიწას მზისგან ყოველ საათში იმაზე მეტი ენერგია ხვდება, ვიდრე პლანეტა მთელი წლის განმავლობაში იყენებს 🪐 თუ კოსმოსში ერთი და იგივე მეტალის ორი ნივთი ერთმანეთს შეეხება, ისინი ერთმანეთს სამუდამოდ შეეზრდება. ამ პროცესს ცივი შედუღება ეწოდება. როდესაც კოსმოსში მეტალის ორი სხვადასხვა ნივთი ერთმანეთს ეხება, ატომებს არ აქვთ არანაირი გზა, რომლითაც შეიძლება გაირჩეს, რომ ეს ატომები სხვადასხვა ნივთებს მიეკუთვნებიან. შესაბამისად ისინი ერთმანეთს ეკვრიან. ეს დედამიწაზე იმიტომ არ ხდება, რომ, ნივთებს შორის ყოველთვის არსებობს ატმოსფერო, რომელიც მათ ერთმანეთზე მიკვრის საშუალებას არ აძლევს. 🪐ვენერაზე ერთი დღე უფრო გრძელია, ვიდრე დედამიწაზე ერთი წელი ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო წარმოუდგენლად ნელა ბრუნავს. მას ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად დედამიწის 243 დღე სჭირდება. საინტერესოა ისიც, რომ პლანეტა მზის გარშემო ერთ ბრუნს უფრო მალე ასრულებს, ვიდრე საკუთარი თავის გარშემო — ამისათვის მას 226 დღე სჭირდება. უფრო მეტიც, ვენერაზე მზის ამოსვლებს შორის, დედამიწაზე 117 დღე გადის, რაც ნიშნავს, რომ "წელიწადში", ვენერაზე მზე მხოლოდ 2-ჯერ ამოდის. თეორიულად, ეს მოვლენა ვენერაზე ერთსა და იმავე დღეს ხდება. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ რადგანაც ვენერა საათის საწინააღმდეგოდ ბრუნავს, მზე მის დასავლეთით ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის. #კოსმოსი #ფაქტები #სიახლე #ახალიამბები
#feedcgrant
#feedcgrantproject
#ახალიამბები
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#ბიზნესი
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#ასტროლოგია
0