„არაფრის კეთების სიტკბო“ – ფრანგი ხელოვანის ნამუშევრები

0

ფრანგმა ხელოვანმა, ფრანსინ ვან ჰოვემ საკუთარ ნახატებში ფემინურობის მარადიული ხიბლი წარმოაჩინა. მისი ახალი ნამუშევრები ცნობილი იტალიური ფრაზის – „il dolce far niente”-ს გამოძახილია, რაც „არაფრის კეთების სიტკბოდ“ ითარგმნება.

ფრანსინი პარიზში, საკუთარ სტუდიაში მუშაობს და მუზებად ყოველთვის ნამდვილ ადამიანებს იყენებს. ის ცდილობს დაიჭიროს ყველაზე ბუნებრივი და ჰარმონიული მომენტები და სწორედ ამ კუთხით წარმოაჩინოს ქალის სხეულის სინატიფე. ხელოვანის ნამუშევრებში მკვეთრად იგრძნობა რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვრების გავლენა.

პასტელის ფერებით შექმნილი ვან ჰოვეს თითოეული ნამუშევარი, ჰარმონიულ სიმშვიდეს მოგგვრით. ხელოვანს Jean-Marie Oger-ის გალერეა წარმოადგენს. ფრანსინის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ მის ვებგვერდზე ან Instagram-ზე დაათვალიეროთ.

#Jean-Marie Oger #art #france #frenchartists #painting
Tbilisi
#ხელოვნება
0