ქართველი მუსიკოსები ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე

0

14 ივლისის საღამოს, პარიზში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ორმა ქართველმა მუსიკოსმა მიიღო. პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ქვეყნის სამადლობელო და მისალოცი სიტყვა ეიფელის კოშკის მიმდებარედ მოწყობილი სცენიდან თქვეს.

ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის ეროვნულ ორკესტრთან ერთად პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი (№1) შეასრულა, ლიზა ბათიაშვილმა კი მსმენელი ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის მაგიურ კინოსამყაროში ამოგზაურა. ხატია ბუნიათიშვილი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე შარშან და შარშანწინაც გამოვიდა, თუმცა პიანისტმა 2017 წლის კონცერტში მონაწილეობაზე მკაცრი უარი განაცხადა, რადგან ორკესტრს რუსი ვალერი გერგიევი დირიჟორობდა, რომელმაც მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

#ხატიაბუნიათიშვილი #პიანიატი #ხელოვნება #ხელოვანი
Tbilisi
#ხელოვნება
0