წინანდლის უნიკალური პარკი

0
თუ წინანდლის ულამაზესი პარკი არ გაქვთ ნანახი გირჩევთ ესტუმროთ.
თელავიდან 10 წუთში წინანდალში ხართ. აქ ნახავთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს და ულამაზეს პარკს სადაც 1500-ზე მეტი ხე-მცენარეა, ასევე მე-19 საუკუნის ღვინის მარანს. პარკში არის სიყვარულის ხეივანი და ამბობენ, თუ თვალდახუჭული გაივლით ხეივანს ისე, რომ არ შეეხებით არაფერს, ვის სახელსაც ჩაიფიქრებთ აუცილებლად შეგიყვარებთ. 😁 თუმცა თუ აქ არ გაგიმართლათ, ნატვრის ხეც არის და იქნებ იქ მაინც აგისრულდეთ. 😂 ულამაზეს ფოტოებსაც გადაიღებთ და ბუნების სილამაზითაც დატკბებით. პარკში მოხვედრა ორი გზით შეგიძლიათ: 1. ცენტრალური შესასვლელიდან, საიდანაც ბილეთის ყიდვა მოგოწევთ. 2. თუ წინანდლის რედისონის სტუმარი ხართ, პარკში სეირნობა მებისმიერ დროს შეგიძლიათ.
Kakheti
#საქართველო
#მოგზაურობა
#ბლოგერი
#იმოგზაურესაქართველოში
#წინანდალი
#კახეთი
#წინანდლისპარკი
#რჩევებიმოგზაურობაზე
0