მე რომ ვარსკვლავი ვყოფილიყავი, ყველაზე ციმციმა ვიქნებოდი, ყველაზე კაშკაშა და ყველაზე ერთი….სადღაც ცის წიაღში დავიდებდი ბინას. ბევრ სიშავეს შევისრუტავდი….მთვარეზე ვიოცნებებდი და დილის სილურჯით დავტკბებოდი.
მე რომ თოვლი ვყოფილიყავი, იისფერი ვიქნებოდი, ციდან დავეშვებოდი და მიწას ჩავეხუტებოდი, გავაფერადებდი , სიმშვიდეს ჩამოვიტანდი ზეციდან და ყველა აფორიაქებულ სულს დავხსნიდი შფოთვის ბორკილებს…
მე რომ ზღვა ვყოფილიყავი…ვიქნებოდი ყველაზე ლურჯი და ხმაურიანი, ვერმოთოკილი ტალღებით და ზოგჯერ კონტრასტული სიმშვიდით…საღამოობით მზეს გადავყლაპავდი და წითლად მოელვარე ცას შევეზრდებოდი…
მე თუ წვიმა ვიქნებოდი ბევრს ვიხმაურებდი, შევიგრძნობდი ფოთლების, ხეების სუნთქვას , სიცხისგან დახეთქილი მიწის ოხვრას , მინდვრის ყვავილების კისკისს და ხასხასა ბალახის სიმწვანე გამაბედნიერებდა…
მე რომ…. მე რომ…მე რომ
მაგრამ მე ვარ ადამიანი ზუსტად ისეთი როგორიც ვარ.! გრძნობების ფრაგმენტს მელნით გამოვდევნი სხეულიდან , ვრჩებით მე და ღამე ოცნებების უკიდეგანო ყულაბით, სადაც ყოველ დღე ვაგროვებ ჩემს მიერ დახატულ სიუჟეტებს და მაინც ყველაზე მეტად მეტკბილება ოცნება ოკეანეზე, სახელად თვალუწვდენელი სიმშვიდე🌊
#მოგზაურობა
#ხელოვნება