დილები

0
დამძიმებულ თვალებს ვახელ და მერე ისევ ვხუჭავ, რა უღმერთოდ მძიმეა ერთი ციდა წამწამები ყოველ დილით....რა მძიმეა საკუთარი სხეული ... საკუთარი არსება ...მერე როგორღაც ვახერხებ მიყოლებით გავადღისფერო ეს სიმძიმეები .... ჩაიდანის ხმა ... უშაქრო ყავა ....ერთი ღერი... ყველაფერი რიგზეა დილამშვიდობისა... ცა ისეთი როგორიც ადრე როგორიც ხვალ ზეგ...კიდევ არვიცი როდემდე... უთავბოლო კარადა, შერჩეული გუშინდელი მაისური... მეჩქარება.. ვაგვიანებ... უხუთთეთრო საფულე ჩარბენილი კიბეები ...სადარბაზოში რაღაც ხმა მაფრთხობს ისევ გავრბივარ ... მძინარე ქუჩა, ისიც ვებერთელა და მძიმე...უფრო ვებერთელა კორპუსები რომლებიც უფრო იზრდებიან.... ვიკარგები... ნაცნობი ნაგვის ურნა, რომლის დანახვისას ის წარმოსახვითი კატა მახსენდება რომელიც ამოხტება და სახეს დამიკაწრავს... მძინარე ქალაქი იღვიძებს და სრული სიცხადით ვგრძნობ ყოველ შერხევას... ნაბიჯებს ვუჩქარებ...ავტობუსის გაჩერება... უსასრულოდ გაწელილი 7 წუთი... დილისფერი ავტობუსის მძღოლი და რამდენიმე მგზავრი... ფანჯარასთან ვჯდები...მერე კადრები გადღაბნილი , მონაცრისფრო... ჩემი გაჩერება... დაგვიანებული 10 წუთი და გაღვიძებული ქალაქი... დილამშვიდობისა .
0