0
დღეს და ხვალ ბოკუზ დორ საქართველოს ეროვნული შესარჩევი კონკურსი იმართება. ბოკუზ დორი 30 წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც გამორჩეულ ნიჭიერ შეფ-მზარეულებს ოთხივე კონტინენტიდან უყრის თავს. 2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა ბოკუზ დორის ოჯახის წევრი. და შესაბამისად, Bocuse d’Or Georgia- ს წელს პირველად უმასპინძლებს ეროვნულ შესარჩევ კონკურსს, რომლის მიზანია გამოავლინოს გამარჯვებული 8 გუნდიდან. შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული გუნდი 2020 წელს გაემგზავრება ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე.
#goodplaces
#events
Expo Georgia
0