0
სპორტი ყველასათვის! მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, წალენჯიხაში ჩატარდა შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მაია აზარაშვილის სახელობის თასზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სპორტის გულშემატკივრები. დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.?‍♀️?‍♂️?
0