0
წლის ბოლოსთვის ლია-ფახულანის გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა იწყება. 1 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაიმართა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ95) წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის საჯარო განხილვა. დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი გახლავთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. საჯარო განხილვის ორგანიზატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საჯარო განხილვას ესწრებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია და სხვა პირები.
0