0
2019 წლის ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელი 7 პროცენტს მიუახლოვდა მხოლოდ ოქტომბერში პროდუქტების ფასი 0, 8 პროცენტით გაიზარდა. აქ გათვალისწინებული არ არის თამბაქოს ღირებულება. ოქტომბერშიც წინა თვეების მსგავსად, კვლავ გაძვირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელები. ამ ჯგუფში ფასები 1, 6 პროცენტით გაიზარდა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (10, 9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3, 9 პროცენტი) ქვეჯგუფზეც. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
0