0
თოჯინის თავები — ანონიმური აქცია-ინსტალაცია საპატრიარქოსთან. საპატრიარქოსთან ანონიმური არტისტის აქცია-ინსტალაცია მოეწყო. ინსტალაცია სახელწოდებით "გახლეჩილი" პროექტ BIIMO-ს ნაწილია. არტისტმა საპატრიარქოს პარკთან თოჯინის თეთრი თავები მიიტანა და წრეზე დააწყო. ის სწრაფად მოვიდა, ჟურნალისტებს არ გაესაუბრა და ტერიტორია მალევე დატოვა. მას არ აუხსნია მნიშვნელობა თოჯინის თეთრი თავების, რომლებსაც თვალებიდან სისხლი მოსდიოდათ. მან მედიას ხელებით ანიშნა, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიდა. BIIMO არის ანონიმური მულტიმედია არტისტის პროექტი, რომლის მიზანია მოვლენების კრიტიკულად შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანა.
0