გებელსი - აღზევება და დაცემა

0
ადამიანების ხედვა იცვლება დროის ცვლილებასთან ერთად, თუმცა ეს ხედვა ვინმემ ან რამემ უნდა შეცვალოს, დღესკი ვინმეზე მოგიყვებით და ეს ვინმე ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი პაულ იოზეფ გებელსი გახლავთ. მომენტს სანამ გებელსი მიოლიონობით გერმანელს გააერთიანებდა ერის დიდებისთვის, უძღოდა თავად გებელსის ხედვების რადიკალური ცვლილება, ცვლილება, რომელმაც მოიტანა მისი ზიზღი ებრაელების მიმართ. სანამ გებელსს ებრაელები შეზიზღდებოდა, მის ცხოვრებაში იყო ებრაელი შეყვარებული, რომლის წარმომავლობაც არანაირ დისკომფორტს არ წარმოადგენდა იოზეფისთვის და მეტიც თვლიდა, რომ რასობრივი განსხვავება ცუდი წესი იყო, სანამ წაიკითხავდა მემარჯვენე ფილოსოფოსების ნარკვევებს იგი შედარებით ამ თემის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, სანამ გაიაზრებდა, რომ კაპიტალისტი ებრაელები მის ქვეყანას შიგნიდან ღრნიდნენ, სანამ შეუერთდებოდა მემარჯვენე პარტიას, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ად**ოლფ ჰიტ**რი გახლდათ. თავდაპირველად ჰიტლერის მიმართ ანტიპატია, ყველაზე დიდ ერთგულებაში გადაიზარდა და მთავრობაშიც მოვიდნენ, რა დროიდანაც დაიწყო გერმანიის აღმასვლა, ომწაგებული, დამათხოვრებული ქვეყნიდან მემარჯვენე მთავრობამ და მისმა იდეოლოგმა გებელსმა შექმნეს სამხედრო და ეკონომიკური მონსტრი, რომელმაც წლების მანძილზე მარტომ შეაზანზარა მთელი ევროპა, თუმცა ყველა ქვეყნის გადაკიდებამ ომი წააგებინათ. გებელსი ებრაელებზე საუბრობდა:ჩვენ არა მხოლოდ უწყინარ, არამედ საშიშ პრობლემებსაც შევებრძოლეთ. ჩვენ არ ვმოქმედებდით ებრაელთა კრაზანის ბუდის წინააღმდეგ. მაგრამ არა იმიტომ, რომ გვეშინია მსოფლიო ებრაელობის. ჩვენ ჩამოვაცილეთ ებრაელები საზოგადოებრივ ცხოვრებას. მათ აღარ შეუძლიათ ილაპარაკონ გერმანელი ხალხის სახელით სცენებიდან, ფილმებსა და გაზეთებში. მათ აღარ აქვთ უფლება, წარმოადგენდნენ გერმანელ ერს.
როდესაც ვაკვირდებით ჩვენი მტრების რიგებს, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან ებრაელებს ვხედავთ - ებრაელები დგანან რუზველტის უკან, მისი "ტვინების ტრესტში". ებრაელები დგანან ჩერჩილის მიღმა, როგორც მისი მოკარნახეები. ებრაელები არიან ბრბოთა წამქეზებლები მთლიანად ანგლო-ამერიკულ და საბჭოურ პრესაში. ებრაელები იმალებიან კრემლის ბნელ კუთხე-კუნჭულებში და წარმოადგენენ ბოლშევიკური იდეოლოგიის ჭეშმარიტ მატარებლებს. საერთაშორისო ებრაელი ადუღაბებს და კრავს ჩვენი მტრების კოალიციას. მისი მსოფლიოსმომცველი კავშირები აგებენ ხიდებს მოსკოვს, ლონდონსა და ვაშინგტონს შორის. ჩვენ ვდგავართ მსოფლიოში ყველაზე საშიში მტრის პირისპირ. ამ ომს იგი აწარმოებს ჩრდილებიდან, მაგრამ ის არ არის დაუმარცხებელი! ჩვენ ვებრძოდით ამ მსოფლიოს დაპყრობის ებრაულ ტერორისტულ იდეას ჩვენს რაიხში 14 წლის განმავლობაში და ყველაზე არახელსაყრელ პირობებში. როგორც დავამარცხეთ იგი გერმანიაში, ასევე გავტეხთ მის ძალას, რომელიც ახლა უკვე უცხოეთიდან გვემუქრება." იმ ხალხის სახელით, რომლის ნაწილიც ხართ, და იმ ფიურერის სახელით, რომელსაც ასევე ემორჩილებით, ადოლფ ჰიტლერ, დიდება გამარჯვებას! რაც შეეხება მარცხს, გებელსი ასეთ რაიმეს წერდა: „ფიურერმა მიბრძანა თავდაცვის მოშლის შემთხვევაში დავტოვო რაიხის დედაქალაქი ბერლინი და როგორც წამყვანმა წევრმა ვითანამშრომლო მის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობაში. პირველად ჩემს ცხოვრებაში კატეგორიულად უნდა უარვყო ფიურერის ბრძანების შესრულება. ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც უერთდებიან ამ უარს. სხვა შემთხვევაში მე ჩემს თავს (...) მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უღირს გარეწრად და მავნე წარმონაქმნად ჩავთვლი, დავკარგავ რა პატივისცემას საკუთარი თავის წინაშე და ხალხის პატივისცემას, რომელიც წინაპირობაა ჩემი პიროვნების შემდეგი სამსახურისათვის გერმანელი ერის და გერმანული რაიხის მომავლის ჩამოყალიბების საქმეში. (გერმ.: „Der Führer hat mir den Befehl gegeben, im Falle des Zusammenbruchs der Verteidigung die Reichshauptstadt Berlin zu verlassen und als führendes Mitglied an einer von ihm ernannten Regierung teilzunehmen. Zum erstenmal in meinem Leben muß ich mich kategorisch weigern, einem Befehl des Führers Folge zu leisten. Meine Frau und meine Kinder schließen sich dieser Weigerung an. Im anderen Falle würde ich mir selbst (...) für mein ganzes ferneres Leben als ein ehrloser Abtrünnling und gemeiner Schuft vorkommen, der mit der Achtung vor sich selbst auch die Achtung seines Volkes verlöre, die die Voraussetzung eines weiteren Dienstes meiner Person an der Zukunftsgestaltung der Deutschen Nation und des Deutschen Reiches bilden müßte“)“ მარცხს ვერ შეგუებულმა გებელსმა ჯერ თავის ექვს შვილს მოაკვლევინა თავი საწამლავით და შემდეგ თავის მეუღლესთან ერთან სიცოცხლე მანაც თვითმკვლელობით დაასრულა.
#ისტორია
#ბლოგი
#გერმანია
#გებელსი
#იდეოლოგია
#Blogs
0