შემოდგომის ლეგენდები

0
მოსაღამოვდა…..ცივიი სარეცელი და ფანჯრიდან  დანახული გაყინული პეიზაჟი ერთადერთ თავშესაფრად  ქცეულიყო, ხუჭავდაა თავლებს და მშვიდად ცურავდა მოგონებებისა და მომავლის საზღვრებთან მზერა მიეყინებოდა ხოლმე ერთ წერტილზე და  აქ წყვეტდა სამყარო არსებობას მისთვის მხოლოდ ის და საკუთარი თავი და არაფერი სხვა არც მიზანი არც სურვილი არც ოცნება უბრალოდ მდორე ჭაობი, რომელშიც ღრმად იყო ჩაფლული, დრომოჭმული და გაცვეთილი კითხვები კი გულღვიძლს უჭამდნენ და ნელნელაა აცარიელებდენ.... სიცარიელეს დროდადრო  სიცივე ანაცვლებდა, ბუნებაც ხელს უწყობდა და სველი ყვითელი ფოთლებივით l, უსულოდ , უმოლოდინოდ, უემოციოდ, აგრძელებდა რუტინულ ყოფას და  ხომ ხდება ხოლმე, როცა მინავლულ იმედს რაღაც ისევ შთაბერავს სულს, რაღაც ახალი, რაღაც სხვა, ცხოვრებას რომ ღირებულს ხდის და ნაავადმყოფარ სულს მალამოდ მოედება …….  იდგა სექტემბერი, ზუსტად ისეთი როგორიც შარშან, ზუსტად ისევე წვიმდა, ქროდა ქარი, ალბათ ზამთარიც ისე დადგებოდა და გამოიზაფხულებდა, რომ ვერც შეამჩნევდა. ნაცნობი სილუეტი  ლამპიონის ჩრდილში  შენიშნა აივნიდან…თუმცა რას წარმოიდგენდა ამდენი ხნის შემდეგ ისევ თუ გადაეყრებოდა, თუმცა ქალის მიხვრა მოხვრა, სიარული ….ნამდვილად ის უნდა ყოფილიყო, ათასში გამოარჩევდა , სუნთქვა შეეკრა, ყელში გაეჩხირა  მიძინებული გრძნობები  , წამებში ჩაირბინა კიბეები რომ დაწეოდა, არიცოდა რატომ მირბოდა ან რომ მოებრუნებინა რაუნნდა ეთქვა, რა უნდა აეგრძნო , არიცოდა რას ელოდა ასე უპირობოდ გარბოდა მისკენ, სულშეხუთულმა მაჯაზე წვდა , შემოაბრუნა და შეეჯახა თვალებს ცივს, დამშრალს და უტყვს თვალებს , რომელშიც შიშიც და სიმშვიდეც ერთდროულად ჩამდგარიყო, ასე გახევებულები  იდგნენ რამდენიმე წუთი…..თითქოს ამდენ წლიან სიშორეს რამდენიმე წუთი ანგრევდა, ქალმა მისი ხელი მოიშორა , ზურგი შეაქცია და და უკან მოუხედავად მშვიდი ნაბიჯებით  განაგრძო გზა , იცოდა ზუსტად იცოდა ის აღარ დაედევნებოდა….. არც შემცდარა უემოციოდ მდგარ მამაკაცს ვერ გაეგო რა მოხდა მის თავს , თუმცა საუკუნეც რომ გასულიყო ისევ ასე აუფორიაქებდა სულს მისი დანახვა და მაშინ იქნებ ღირდა დადევნებოდა იქნებ ის იყო ზუსტად რის გამოც აზრი ეძლეოდა ცხოვრებას  ვინ იცის…..  ეს არიყო ჩვეულებრივი სექტემბერი ასეთი სექტემბრები იშვიათად დგებიან და სამუდამო კვალს ტოვებენ. ასეთ შემოდგომის ფოთლებში ჩაძირვა ადვილია თუმცა თავის დაღწევა შეუძლებელი  წვიმს... სუსხია ....ტირიფი ებრძვის ამინდს ქარიანს .... კიდევ მოვა შემოდგომა კიდევ ბევრჯერ შემოსავს ყვითელში ბუნებას მაგრამ ასე ?  მხოლოდ ლეგენდებში.
0