საოცარია

0
გაფითრდა წამი, წუთი გაფითრდა შენი თვალები ჩემგან წავიდა გავიდა საათი, წუთი წამი და თბილი დღეებიც სადღაც გაფრინდა. უსიყვარულოდ ყოფნა რადგინდა?! სისულელეა - ასე დადგინდა არგინდა ხალხიც, ვინც ეს გაყიდა ბოდვაში, რადგან ყოფნა გაჭირდა და შენ რა გჭირდა, განა რა გჭირდა ვფიქრობ, დღეები შენთვის რად ღირდა ქარმაც და სუსხმაც ხმები გაკმინდა ასე დასჭირდა... ფოთლებს აჭრიდა, ხეებს დასცვივდა, ვარდნას აცდიდა ამინდი თითქოს ნაბიჯს არ ცვლიდა. ახლიდან ისევ, ფარდას ახდიდა სიმართლეს, მცდარად, მცდარში გაცვლიდა შენი თვალები, სანამ გაყვითლდა, სანამ აყვირდა სულის სახლი და სანამ სიზმარი ცხადში ამიხდა, აზრები გრძნობებს სანამ გაყრიდა, გამიტყდა ძილი ! ფერი წამიხდა და შენ რა გჭირდა, განა რა გჭირდა?! ვფიქრობ, დღეები შენთვის რად ღირდა სანამ ტკივილი მკერდში დამჭრიდა მაწვიმდა ტანზე, ტანზე მაწვიმდა ქარმაც და სუსხმაც ხმები გაკმინდა და ეს დროც სადღაც, სადღაც გაფრინდა. /კოკა კობალაძე/
#პოეზია
#ლექსები
#სიყვარული
#ბედნიერება
#ისტორია
#პოლიტიკა
#ახალიამბები
#სპორტი
#დარჩისახლში
#ჯანსაღიცხოვრება
#კორონავირუსი
#ხელოვნება
#ბიზნესი
#მოგზაურობა
#art
#stopcovid19
#design
#funny
#goodplaces
#hadisə
#japan
#kyivdaily
#kyivdaily
#lifestylefashion
#xarici_siyasət
#coronavirus
#business
#news
#mundo
#quarantine
#world
#tbilisidaily
#opinion
#photo
0