3 votes
0 comments
0 shares
Save
35 views
აკო თოლორდავა
Tbilisi · 8 months ago

სოფელი მონგირი (ქალაქი ჩხოროწყუ) <3


აკო თოლორდავა
Tbilisi · 8 months ago
Similar Posts
აკო თოლორდავა
Tbilisi · 8 months ago
სოფელი მონგირი (ქალაქი ჩხოროწყუ)
აკო თოლორდავა
Tbilisi · 8 months ago
სოფელი მონგირი (ქალაქი ჩხოროწყუ )
აკო თოლორდავა
Tbilisi · 7 months ago
სოფელი ლესიჭინე (ქალაქი ჩხოროწყუ) #goodplaces #photo
აკო თოლორდავა
Tbilisi · 8 months ago
ჰორიზონტში ჩაძირული ოცნებები-ოცინდალეს მამათა მონასტერი (სოფელი თაია)
აკო თოლორდავა
Tbilisi · 8 months ago
სოფელი ნაფიჩხოვო #photo #goodplaces
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
რა ახალ სკანდალს აანონსებს ნოდარ მელაძე
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. ჟურნალისტს, სავარაუდოდ, შაბათის ეთერში გასულ ვასამბეკ ბოკოვის სიუჟეტის გამო გამოკითხავენ. მელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის დოკუმენტაცია, რაც ტელეკომპანია „პირველმა“ მოიპოვა, ძალიან ბევრ კითხვას სცემდა პასუხს. მელაძე ამბობს, რომ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდგომ მასსა და გამომძიებელ-ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ. „ტვ პირველმა“ შაბათის ეთერში მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა. ეს ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტს ვასამბეკ ბოკოვს. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად, ძალიან ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ. ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ გუშინ გამომძიებელი დამიკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და მითხრა, რომ ამ საქმის გამოძიების დროს გაჩნდა ინტერესი და კითხვები ჩვენს მიმართ. ჯერ დამირეკეს როგორც გადაცემის ავტორს და წამყვანს, შემდეგ იყო ზარი გამომძიებელ-ჟურნალიტ მაკა ჩიხლაძესთან. მოვედით ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თუმცა სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად არ გვაქვს ვალდებულება დავასახელოთ წყაროები. ლევან მახარაშვილი იქნება ადვოკატი, რომელიც ჩემს ინტერესებს წარმოადგენს დღევანდელი გამოკითხვის დროს“, – ამბობს სუს-ში გამოკითხვაზე მისული მელაძე. მელაძე შაბათის ეთერს აანონსებს და ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტები გასაჯაროვდება. „ველოდები, რა კითხვები ექნება სუს-ს, ეს იქნება მხოლოდ რეპორტაჟთან დაკავშირებით თუ იმის მიღმა. ჩვენს ხელში აღმოჩნდა არამხოლოდ ის დოკუმენტები, რომელიც გადაცემის პირველი ნაწილის დროს გავასაჯაროვეთ, არამედ ჩვენს წარმოებაშია ჟურნალისტური გამოძიების მეორე და მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი შაბათს ნახავს. ამ გამოძიებაში არის კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ბოკოვის ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ნახა ეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც არის გაკეთებული ქავთარაძის ქუჩაზე და რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს. ეს ვიდეომასალა არის მაღალი გარჩევადობის. შესაბამისად ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით ეს მისი ძმა არ ყოფილა. გვარი, სახელი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ქალაქი, სოფელი, ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ფიზიკურად ეს მისი ძმა არ არის. შესაძლოა თუ არა ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად ახლა საპატიმროში იჯდეს სრულიად სხვა ადამიანი და დაქირავებული პირის მიმართ სხვა სახის კონსპირაციები ყოფილიყო გამოყენებული. ამ კითხვებს ჩვენ ვეცდებით, შაბათს გავცეთ პასუხი”, – აღნიშნა ნოდარ მელაძემ. მელაძე გაბუნია მკვლელობისმცდელობა TbilisiDaily
აკო თოლორდავა
Tbilisi · 8 months ago
შემოდგომის აკორდები-შურუბუმუ (სოფელი მუხური
ტური საქართველოში
Tbilisi · 2 weeks ago
ანანურის კომპლექსი
ანანურის ციხის კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე. წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები; ისტორია ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც. ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა ხევსურული კოშკი, რომელიც ზედა ციხის ცენტრშია მოქცეული. იგი XIV საუკუნით თარიღდება. ზ ე დ ა ც ი ხ ე (ციტადელი) XVI-XVII სს-შია აგებული, ხოლო ქ ვ ე დ ა ც ი ხ ე - მოგვიანებით, XVIII ს-ში. მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მისი სამხრეთი ფასადის მარცხენა ნაწილის ვრცელი წარწერა, რომლის მიხედვით, ტაძარი 1689 წელს, ბარძიმ მდივანბეგის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში მდგარი ღვთაების ეკლესია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარშია აშენებული. მისი სალხინობლის წარწერა გვაუწყებს, რომ ’’ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთვისშვილს. 1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამიერიდან ის მეფის მოხელეთა რეზიდენცია გახდა. 1786 წელს ანანურის მიმდებარე ტერიტორია - სოფელი დაღესტნის ხანმა ომარმა ააოხრა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის ამ დროს, ”მცირე ქალაქს” წარმოადგენდა, რომელშიც 100 კომლი ცხოვრობდა. 1791 წლის ერეკლე II-ის მიერ ძეთათვის დაწერილ განწესებაში ანანურის ციხე შვიდ უძლიერეს ციხეს შორის არის მოხსენიებული. მხცოვანმა მეფემ კრწანისის ველზე უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ამ ციხეს შეაფარა თავი. სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ ამ პუნქტში ვაჭრობის განვითარება განაპირობა. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის II ნახევარში აქ ყოფილა სამეფო სამღებრო. XIX ს-ის I ნახევარში იოანე ბატონიშვილმა ანანურს ”ყასაბა ქალაქი” უწოდა. 1803-21 წლებში ანანური სამაზრო ცენტრი იყო. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს ის რუსეთის ჯარებს გადაუწვავთ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
ბავშვთა სოფელი - პატარა სამყარო დიდ ქალაქში. გიორგი, 15 წლის - თუთიყუში; ემზარი,14 წლის - ზამთრის თბილი ბოტასები, 41 ზომა; მახარე, 17 წლის - ტერენტი გრანელის ლექსების კრებული; ქეთი, 9 წლის -სათამაშო ჭურჭელი; ირაკლი, 14 წლის - ფანდური; ნათია, 15 წლის - კულონი უსასრულობის ნიშნით… ეს ბავშვებისა და მათი სურვილების არასრული ჩამონათვალია. ბავშვებისა, რომელთა ნატვრებსაც მშობლები ვეღარ აახდენენ. სურვილებისა, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ადრესატი. ადრესატი მთელი საზოგადოებაა - საზოგადოება გულისხმიერების, თანადგომისა და სიყვარულის გრძნობით. საზოგადოება, რომლისთვისაც არ არსებობს ცნება „სხვისი შვილები“. ზემოთ ნახსენებ ბავშვებს, რომელთა სიაც არასრულადაა ჩამოთვლილი, არ აქვთ ფუფუნება იცხოვრონ ბიოლოგიურ ოჯახებში. თუმცა, სპეციალურად მათთვის შეიქმნა ერთი დიდი ოჯახი, სადაც ატმოსფერო მშვიდი, მყუდრო და ახლობელია. ამ ადგილს ,,საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”ჰქვია. საერთაშორისო ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფელი“ მსოფლიოს 132 ქვეყანაში ფუნქციონირებს. საქართველო მას 1989 წლიდან შეუერთდა. “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა. ორგანიზაციის ფარგლებში ფუნქციონირებს რამდენიმე პროგრამა, მათ შორის “ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვა”, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებასა და მათ ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში გაზრდას მოიაზრებს. თბილისში მცირე საოჯახო ტიპის სახლები ნუცუბიძის პლატოზე მდებარეობს. ეს პატარა ,,სოფელი”, ვიზუალიდან გამომდინარე, გამვლელების ყურადღებას მუდმივად იპყრობს. შორიდანვე მოჩანს იდენტური არქიტექტურის მქონე სახლები, რომლებიც ფერდობზე წრიულად განლაგებულ წითელ კუბიკებს მოგაგონებთ. თანდათან უახლოვდები ბავშვთა სოფელს და ეზოში შესვლისთანავე გრძნობ, რომ უკან მოიტოვე ხმაურიანი ქალაქი თავისი გიჟური ტემპით, აჩქარებული ცხოვრებით, ქაოსითა და დაღლილობით. აქედანვე ცხადად იკვეთება კონტრასტები: ზურგს აქცევ ურბანული ქალაქის კონსტრუქციებს, უსახურ და ნაცრისფერ კორპუსებს. შენს თვალწინ კი იშლება დიდი ეზო და მასში მიმოფანტული ლამაზი წითელი სახლები. თბილისის ,,ბავშვთა სოფელში” სულ 11 მცირე საოჯახო ტიპის სახლია. თითოეულ სახლში დაახლოებით 5 ან 6 ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებზე უშუალოდ ზრუნავს სპეციალურად შერჩეული აღმზრდელი – ე.წ. დედობილი (დედობილს დახმარებას უწევს ,,დეიდა”). ორგანიზაციამ ეს სიახლე დანერგა იმისათვის, რათა ბავშვები კიდევ უფრო თბილ და ოჯახურ გარემოში გაიზარდნონ. საცხოვრებელს საინტერესო და გამართული ინფრასტრუქტურა აქვს: კოტეჯების მეორე სართულზე ძირითადად საძინებლები, პირველ სართულზე კი სასტუმრო ოთახი და სამზარეულოა განთავსებული. სახლებს პატარა და კოხტა აივნებიც ამშვენებს. პროგრამა გულისხმობს არამხოლოდ ბავშვთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, არამედ მათ ჩართვას კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში. აქ დიდი ყურადღება ექცევა ბავშვების გონებრივი განვითარების სტიმულირებას. ინტერესებიდან გამომდინარე, აღსაზრდელები დადიან სხვადასხვა წრეზე: ცეკვაზე, მუსიკაზე, ხატვაზე, სპორტზე და ა.შ უზრუნველყოფილია რეპეტიტორული მომსახურებაც. სპეციალურად მათთვის შექმნილ გარემოში ბავშვები თავადაც ქმნიან საკუთარ ინდივიდუალურ სამყაროს - ფერადს, გამორჩეულსა და კრეატიულს. ისინი საცხოვრებლებსა და ეზოს საკუთარ გონებაში მიმოფანტული იდეებით ამდიდრებენ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოგზაურობ ბავშვების ღრმა ფანტაზიაში და თავი საოცრებათა ქვეყანაში გგონია. ათვარიელებ მათ ნახატებს, მორთულ კედლებს, ხელნაკეთ ნავებს, ვერტმფრენებს, აქსესუარებს, დეკორატიულ ნივთებს და ხვდები, რომ ამ ყველაფრის უკან იმალება ბავშვების ფიქრები,წარმოსახვები,ემოციები და სამყაროს შეცნობის გზები. სწორედ ეს ნივთები გიყვებიან ისტორიებს მათ შესახებ. აქ ყოველი კუთხიდან ბავშვების ოცნებები გიყურებენ. ოცნებები, რომელთა სიტყვებით გადმოცემასაც ხშირად ერიდებიან, თუმცა მათ საკუთარი ქმნილებებით ასხამენ ფრთებს. ,,საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” დევიზია: ,,სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს”, თუმცა ორგანიზაციის მასშტაბები არც თუ ისე დიდია. მას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის,რომ ყველა მზრუნველობამოკლებულ ბავშს აჩუქოს თბილი ოჯახური გარემო. თუმცაღა, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ,,ბავშვთა სოფელი”- ესაა პატარა, კეთილი სამყარო დიდ და ხმაურიან ქალაქში. #თბილისი #საქართველო #SOSბავშვთასოფელი #ბავშვთა #სოფელი #ბავშვები #tbilisidaily #goodplaces #opinion